ავიაბილეთები ყველაზე იაფად

Air China თბილისსა და პეკინს შორის საჰაერო მიმოსვლას იწყებს

ახალი მიმართულება თბილისიდან

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ჩინურ ავიაკომპანია Air China-ს საქართველოსა და ჩინეთის დედაქალაქებს შორის რეგულარული ფრენების შესრულებაზე ნებართვა მიანიჭა. გადაწყვეტილება სააგენტოში წარდგენილი განაცხადის საფუძველზე დღეს გახდა ცნობილი.

ახალი რეისები, რომლებიც თბილისსა და პეკინს დააკავშირებს, მიმდინარე წლის 2 დეკემბრიდან დაიწყება. ფრენები ქალაქ ურუმჩის გავლით განხორციელდება და მგზავრებს კვირაში ორი სიხშირით მოემსახურება. განრიგის მიხედვით, რეისები ყოველ სამშაბათსა და შაბათს შესრულდება.

Air China ფრენები თბილისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
პეკინი6 დეკემბერი 202520 დეკემბერი 2025Air Chinaავიაბილეთები 1 427 -დან
ურუმჩი21 ნოემბერი 202528 ნოემბერი 2025Air Chinaავიაბილეთები 1 082 -დან

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში მიიჩნევენ, რომ ორ დედაქალაქს შორის საჰაერო კავშირის დამყარება დადებით გავლენას მოახდენს საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების შემდგომ განვითარებაზე.

აღსანიშნავია, რომ Air China საქართველოს საავიაციო ბაზარზე ახალი მოთამაშე არ არის. ავიაკომპანია 2024 წლის დეკემბრიდან ოპერირებს და ამჟამად ასრულებს ფრენებს თბილისი ურუმჩი ურუმჩი თბილისი -ს საჰაერო ხაზზე (ასევე კვირაში 2 სიხშირით). სტატისტიკის მიხედვით, ავიაკომპანიამ მიმდინარე წლის 10 თვის განმავლობაში უკვე 25 035 მგზავრის გადაყვანა უზრუნველყო.

Avia.ge – 8 წელი თქვენს სამსახურში! საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში. დაგვირეკე: 551 907 907

Exit mobile version