ავიაბილეთები ყველაზე იაფად

თბილისის აეროპორტში ოპერირება Edelweiss-მა და Transavia France-მა დაიწყო

ახალი ავიაკომპანიები თბილისის აეროპორტში

2025 წლის 12 აპრილს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შვეიცარიულმა ავიაკომპანია Edelweiss -მა და ფრანგულმა დაბალბიუჯეტურმა ავიაკომპანია Transavia France -მა წარმატებით შეასრულეს თავიანთი პირველი პირდაპირი რეისები ციურიხიდან და პარიზიდან. ახალი რეგულარული რეისების შესრულებით, საქართველო კიდევ უფრო მეტად დაუკავშირდა ევროპულ ავიაბაზარს და საერთაშორისო ტურისტებისთვის უფრო ხელმისაწვდომი გახდა.

შვეიცარიულმა ავიაკომპანია Edelweiss-მა, რომელიც Lufthansa-ს გლობალური ჯგუფის წევრია, ციურიხი -დან თბილისის მიმართულებით პირველი პირდაპირი რეისი სრული დატვირთვით შეასრულა. ახალი მიმართულების ოფიციალური გახსნის ღონისძიება თბილისის აეროპორტის სამთავრობო ტერმინალში გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი, შვეიცარიის ელჩი ჰაიდი გრაუ, TAV Georgia-ს, საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისა და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს წარმომადგენლები.

Edelweiss კვირაში ორ რეისს A320 ტიპის თვითმფრინავით შეასრულებს. როგორც კომპანიის ავიამიმართულებებისა და ქსელის განვითარების მენეჯერმა, დევიდ ნუფერმა აღნიშნა, პროექტი თითქმის ოთხწლიანი მზადების შემდეგ წარმატებით განხორციელდა და საქართველოს უნიკალური კულტურა და ბუნება სულ უფრო იზიდავს შვეიცარიელ ტურისტებს.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ Edelweiss-ის ოპერირების დაწყება საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის გაძლიერების მნიშვნელოვან მოვლენად შეაფასა. შვეიცარიის ელჩმა კი აღნიშნა, რომ ეს დღე ისტორიულია ორი ქვეყნის ურთიერთობებში – შვეიცარიული ავიაკომპანია 25-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა ქართულ ბაზარზე.

Edelweiss ფრენები თბილისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
ციურიხი27 ივლისი 20259 აგვისტო 2025Edelweiss Airავიაბილეთები 1 432 -დან

ამასთან, ფრანგულმა დაბალბიუჯეტურმა ავიაკომპანია Transavia France -მაც უკვე დაიწყო ოპერირება თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. პირველი პირდაპირი რეისი პარიზის ორლის აეროპორტიდან თბილისში წარმატებით შესრულდა და საქართველოში 163 მგზავრი ჩამოიყვანა. ჩამოსულ სტუმრებს თბილისის აეროპორტში საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისა და TAV Georgia-ს წარმომადგენლები დახვდნენ.

Transavia France რეგულარულად შეასრულებს რეისებს თბილისი პარიზი პარიზი თბილისი -ს მიმართულებით Boeing 737-800 ტიპის საჰაერო ხომალდით. ავიაკომპანია Air France-ისა და ჰოლანდიური Transavia Airlines-ის ერთობლივი პროექტია და ბაზად პარიზის ორლის აეროპორტი აქვს. საქართველოში ოპერირების დაწყება რამდენიმე წლიანი მოლაპარაკების შედეგად გახდა შესაძლებელი.

Transavia France ფრენები თბილისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
პარიზი23 სექტემბერი 202527 სექტემბერი 2025Transaviaავიაბილეთები 870 -დან

 

ფრენების განრიგი:

Edelweiss და Transavia France იმ 8 ახალ ავიაკომპანიას შორისაა, რომლებმაც 2025 წელს დაიწყეს ან უნდა დაიწყონ ფრენები თბილისის აეროპორტი -ს მიმართულებით. TAV Georgia, რომელიც უკვე 20 წელია ოპერირებს საქართველოში, ამ პერიოდის განმავლობაში დაახლოებით 230 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა თბილისის და ბათუმის აეროპორტების ინფრასტრუქტურაში.

ევროპული ავიამიმართულებების გაფართოება კომპანიის ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული მიმართულებაა. Edelweiss-ისა და Transavia France-ის ოპერირების დაწყება ამის ნათელი მაგალითია – რაც ხელს უწყობს ტურიზმის განვითარებას, ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას და საქართველოს, როგორც მიმზიდველი ტურისტული დანიშნულების წერტილის, პოზიციონირებას საერთაშორისო ბაზარზე.

Avia.ge – 8 წელი თქვენს სამსახურში! საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში. დაგვირეკე: 551 907 907

Exit mobile version