ავიაბილეთები ყველაზე იაფად

6 ახალი მიმართულება ქუთაისიდან

wizz air ის ახალი მიმართულებები

საქართველოს ავიასივრცე ახალი სეზონიდან კიდევ უფრო პოპულარული ხდება. როგორც უახლესი ინფორმაციით გაირკვა, ერთ–ერთი წამყვანი ავიაკომპანიის ხელმძღვანელები სწორედ საქართველოში არსებული აეროპორტიდან განსახორციელებელ რეისებს ამატებენ კიდევ 6 ახალ მიმართულებას.

აღნიშნული სასიხარულო ინფორმაცია საქართველოს პრემიერ–მინისტრის მიერ იქნა გაცხადებული. მამუკა ბახტაძის მიერ გაკეთებული კომენტარის მიხედვით, პირველი აგვისტოდან ავიაკომპანია Wizz Air Georgia-ის მიერ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან განხორციელებული ფრენების რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება.

პრემიერ–მინისტრის თქმით, ცნობილი ავიახაზები საზაფხულო სეზონის გახსნას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 6 ახალი მიმართულებით ოპერირების დაწყებით აღნიშნავს. როგორც გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, 1 აგვისტოდან ქუთაისიდან გაფრენის მსურველებს უკვე შეეძლებათ ბრიუსელის, კოპენჰაგენის, ბაზელის, ეინდჰოვენის, ტალინისა და ბარის მიმართულებით გაფრენაც.

აქვე უნდა ითქვას, რომ მოცემული სიტუაციის მიხედვით Wizz Air–ის თვითმფრინავები ქუთაისიდან უკვე საკმაოდ ბევრი მიმართულებით ანხორციელებენ რეისებს. ცნობილი ავიაკომპანიის სახელით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ჯამში სულ 21 მიმართულებით ხორციელდება რეგულარული რეისები. აღნიშნულ კომპანიას ასევე საქართველოს ავიაბაზრის ლიდერის პოზიციაც წარმატებით უჭირავს.

Wizz Air-ის სერვისით ჯამში 2018 წელს 587 179–მა მგზავრმა ისარგებლა, რაც წლის საუკეთესო მაჩვენებელს წარმოადგენს. ამ ავიაკომპანიის მთლიანი მომსახურების მაჩვენებელი ამ მონაცემებით ქართული ბაზრის 12 პროცენს იკავებს. ასეთი აქტიური ფრენების წყალობით, ეს ავიაკომპანია ასევე წარმატებით ახერხებს ავიაბილეთების დაბალი ფასების შენარჩუნებასაც.

თუკი გსურთ რომ დეტალურად გაიგოთ, თუ რა სიხშირით და თანხით შეგიძლიათ ახალი მიმართულებებით გაფრენა, მაშინ შეგიძლიათ Avia.Ge-ს ვებგვერდი ან ახალი მობილური აპლიკაცია გამოიყენოთ. ორივე მათგანი აღჭურვილია ყველაზე მოხერხებული საძიებო სისტემით, რომელიც ავიაბილეთების მოძებნისას მათ ყველაზე იაფი ვარიანტების მიხედვით დაგიხარისხებთ.

აღნიშნული წყაროები ასევე დაგეხმარებათ მარტივად შეარჩიოთ ყველაზე უკეთესი დრო მოგზაურობაში გასაფრენად, რადგან ვებგვერდიც და აპლიკაციაც აქტიურად იყენებს ასობით ავიაკომპანიის ბაზებს წყაროდ. სწორედ ამიტომ, ქუთაისის, თბილისის და ბათუმის აეროპორტის რეისებზე ინფორმაციაც კი ამ საძიებო სისტემის საშუალებით რამდენიმე წუთშია ხელმისაწვდომი ნებისმიერი მსურველისთვის.

ავიაბილეთები ქუთაისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაბილეთების პოვნა
აბუ დაბი12 ივლისი 202415 ივლისი 2024ავიაბილეთები 246 -დან
კოპენჰაგენი27 მაისი 202431 მაისი 2024ავიაბილეთები 386 -დან
სტამბოლი16 მაისი 202419 მაისი 2024ავიაბილეთები 416 -დან
რომი23 თებერვალი 20251 მარტი 2025ავიაბილეთები 429 -დან
მასკატი15 ივლისი 202421 ივლისი 2024ავიაბილეთები 451 -დან
სალონიკი26 მაისი 202430 მაისი 2024ავიაბილეთები 452 -დან
პრაღა19 ნოემბერი 202425 ნოემბერი 2024ავიაბილეთები 460 -დან
რიგა5 ივნისი 20249 ივნისი 2024ავიაბილეთები 476 -დან
მილანი23 ოქტომბერი 202428 ოქტომბერი 2024ავიაბილეთები 503 -დან
ვენა16 მაისი 202418 მაისი 2024ავიაბილეთები 513 -დან
პარიზი1 ივნისი 20246 ივნისი 2024ავიაბილეთები 517 -დან
ბრიუსელი21 მაისი 202422 მაისი 2024ავიაბილეთები 522 -დან
ბერლინი10 ივნისი 202414 ივნისი 2024ავიაბილეთები 548 -დან
მადრიდი26 ნოემბერი 20242 დეკემბერი 2024ავიაბილეთები 554 -დან
ბუდაპეშტი2 ოქტომბერი 20248 ოქტომბერი 2024ავიაბილეთები 568 -დან
ლარნაკა19 ივნისი 202424 ივნისი 2024ავიაბილეთები 579 -დან
ერევანი11 ივლისი 202417 ივლისი 2024ავიაბილეთები 616 -დან
ვარშავა7 ივნისი 202411 ივნისი 2024ავიაბილეთები 621 -დან
ათენი8 აგვისტო 202412 აგვისტო 2024ავიაბილეთები 626 -დან
ბარსელონა27 მაისი 202431 მაისი 2024ავიაბილეთები 671 -დან
Exit mobile version