ავიაბილეთები ყველაზე იაფად

6 ახალი მიმართულება ქუთაისიდან

wizz air ის ახალი მიმართულებები

საქართველოს ავიასივრცე ახალი სეზონიდან კიდევ უფრო პოპულარული ხდება. როგორც უახლესი ინფორმაციით გაირკვა, ერთ–ერთი წამყვანი ავიაკომპანიის ხელმძღვანელები სწორედ საქართველოში არსებული აეროპორტიდან განსახორციელებელ რეისებს ამატებენ კიდევ 6 ახალ მიმართულებას.

აღნიშნული სასიხარულო ინფორმაცია საქართველოს პრემიერ–მინისტრის მიერ იქნა გაცხადებული. მამუკა ბახტაძის მიერ გაკეთებული კომენტარის მიხედვით, პირველი აგვისტოდან ავიაკომპანია Wizz Air Georgia-ის მიერ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან განხორციელებული ფრენების რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება.

პრემიერ–მინისტრის თქმით, ცნობილი ავიახაზები საზაფხულო სეზონის გახსნას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 6 ახალი მიმართულებით ოპერირების დაწყებით აღნიშნავს. როგორც გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, 1 აგვისტოდან ქუთაისიდან გაფრენის მსურველებს უკვე შეეძლებათ ბრიუსელის, კოპენჰაგენის, ბაზელის, ეინდჰოვენის, ტალინისა და ბარის მიმართულებით გაფრენაც.

აქვე უნდა ითქვას, რომ მოცემული სიტუაციის მიხედვით Wizz Air–ის თვითმფრინავები ქუთაისიდან უკვე საკმაოდ ბევრი მიმართულებით ანხორციელებენ რეისებს. ცნობილი ავიაკომპანიის სახელით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ჯამში სულ 21 მიმართულებით ხორციელდება რეგულარული რეისები. აღნიშნულ კომპანიას ასევე საქართველოს ავიაბაზრის ლიდერის პოზიციაც წარმატებით უჭირავს.

Wizz Air-ის სერვისით ჯამში 2018 წელს 587 179–მა მგზავრმა ისარგებლა, რაც წლის საუკეთესო მაჩვენებელს წარმოადგენს. ამ ავიაკომპანიის მთლიანი მომსახურების მაჩვენებელი ამ მონაცემებით ქართული ბაზრის 12 პროცენს იკავებს. ასეთი აქტიური ფრენების წყალობით, ეს ავიაკომპანია ასევე წარმატებით ახერხებს ავიაბილეთების დაბალი ფასების შენარჩუნებასაც.

თუკი გსურთ რომ დეტალურად გაიგოთ, თუ რა სიხშირით და თანხით შეგიძლიათ ახალი მიმართულებებით გაფრენა, მაშინ შეგიძლიათ Avia.Ge-ს ვებგვერდი ან ახალი მობილური აპლიკაცია გამოიყენოთ. ორივე მათგანი აღჭურვილია ყველაზე მოხერხებული საძიებო სისტემით, რომელიც ავიაბილეთების მოძებნისას მათ ყველაზე იაფი ვარიანტების მიხედვით დაგიხარისხებთ.

აღნიშნული წყაროები ასევე დაგეხმარებათ მარტივად შეარჩიოთ ყველაზე უკეთესი დრო მოგზაურობაში გასაფრენად, რადგან ვებგვერდიც და აპლიკაციაც აქტიურად იყენებს ასობით ავიაკომპანიის ბაზებს წყაროდ. სწორედ ამიტომ, ქუთაისის, თბილისის და ბათუმის აეროპორტის რეისებზე ინფორმაციაც კი ამ საძიებო სისტემის საშუალებით რამდენიმე წუთშია ხელმისაწვდომი ნებისმიერი მსურველისთვის.

ავიაბილეთები ქუთაისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაბილეთების პოვნა
ლარნაკა13 მარტი 202620 მარტი 2026ავიაბილეთები 107 -დან
სალონიკი23 მარტი 202629 მარტი 2026ავიაბილეთები 144 -დან
ფრანკფურტი22 იანვარი 202729 იანვარი 2027ავიაბილეთები 150 -დან
პოზნანი12 მარტი 202619 მარტი 2026ავიაბილეთები 187 -დან
ბრატისლავა18 მარტი 202623 მარტი 2026ავიაბილეთები 192 -დან
სტამბოლი2 აპრილი 20265 აპრილი 2026ავიაბილეთები 196 -დან
ათენი6 აპრილი 202624 აპრილი 2026ავიაბილეთები 206 -დან
ვროცლავი25 თებერვალი 20264 მარტი 2026ავიაბილეთები 207 -დან
ლიონი24 მარტი 202629 მარტი 2026ავიაბილეთები 222 -დან
კატოვიცა12 მარტი 202617 მარტი 2026ავიაბილეთები 225 -დან
Exit mobile version