ავიაბილეთები ყველაზე იაფად

თბილისი – ვარშავა ავიაბილეთები

ვარშავის ავიაბილეთები

 პოლონეთის დედაქალაქი ვარშავა ერთ-ერთი ქალაქია, რომელმაც საკმაოდ რთული გზა და ისტორია განვლო. მეორე მსოფლიო ომის დროს ქალაქი თითქმის სრულიად განადგურდა, თუმცა მალევე აღდგა და ფეხზე დადგა. დღეს კი მისი ისტორიული ცენტრი იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შესული.

ავიაბილეთები ვარშავის მიმართულებით გამოგზაურებთ ქალაქში, სადაც საკმაოდ საინტერესო და მრავალფეროვან არქიტექტურას აღმოაჩენთ. ბაროკოს, გოთიკური, ნეოკლასიკური და რენესანსული არქიტექტურის სტილი ერთმანეთს ერწყმის და საოცარ სანახაობას ქმნიან. მუზეუმები და გალერეები კი, რომლებიც ქალაქში მრავლადაა, ვარშავის ისტორიას და კულტურას საკმაოდ ახლოს გაგაცნობთ და მასზე განსაკუთრებულ შთაბეჭდილებებს შეგიქმნით.

რა უნდა მოინახულოთ ვარშავაში?

ძველი ქალაქი ის ადგილია, რომელსაც ვარშავაში გვერდს ვერ აუვლით. აქ სერინობისას დატკბებით როგორც ულამაზესი ქუჩების დათვალირებით, ისე საკმაოდ საინტერესო ღირსშესანიშნეობების ნახვით. პატარა ვიწრო ქუჩებში არსებულ კაფეებში კი შეგიძლიათ დასხდეთ და სასიამოვნო გარემოში სასიამოვნო დრო გაატაროთ.

ვარშავის სამეფო ციხე-სიმაგრე კი ამ ქალაქის მთავარი ისტორიული ძეგლი და ღირსშესანიშნაობაა. გამორჩეული არქიტექტურის მქონე სამეფოში თქვენ გაეცნობით პოლონეთის მონარქების ისტორიას და ცხოვრებას, თუ როგორ ნადგურდებოდა სხვადასხვა შემოსევების დროს სამეფო, თუმცა დღეს მაინც ამაყად დგას ქალაქის ცენტრში და უამრავი ტურისტის ყურადღებას იპყრობს.

ავიაბილეთები ვარშავის მიმართულებით თქვენ ასევე გამოგზაურებთ გამოჩენილი და აღიარებული კომპოზიტორისა და პიანისტის, ფრედერიკ შოპენის სამშობლში. თქვენ შეგიძლიათ ესტუმროთ მისი სახელობის მუზეუმს და გაეცნოთ მის ცხოვრებასა და მოღვაწეობას, რაც თქვენი მოგზაურობის ყველაზე საინტერესო ნაწილი იქნება.

თუ გეგმავთ პოლონეთში გამგზავრებას, შესაძლოა პოლონეთის სამუშაო მოწვევა თქვენთვის ხელსაყრელ საბუთს წარმოადგენდეს, რომელიც დაგეხმარებათ მარტივად და გარანტირებულად გადაკვეთოთ ქვეყნის საზღვარი. აღნიშნული დოკუმენტის დამზადებას მხოლოდ 5-7 სამუშაო დღე სჭირდება. დეტალური ინფრმაციისთვის დაგვიკავშირდით: 551 907 907

Avia.ge ასევე გაგიწევთ შესაბამის მომსახურებას, რათა მარტივად მიიღოთ პოლონეთის ვიზა 

ვარშავის ავიაბილთები, თბილისი ვარშავა, ქუთაისი ვარშავა.

როგორ უნდა გაერთოთ და დაისვენოთ ვარშავაში?

დასვენებისთვის ვარშავა ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია. ქალაქში და მის შემოგარენში არსებული პარკები და რეკრეაციული ზონები თქვენ საშუალებას მოგცემთ ცოტა ხნით თავი აარიდოთ ხმაურიან გარემოს და დაისვენოთ მშვიდ და წყნარ გარემოში.

უიაზდოვსკის პარკი ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე ღირებული ძეგლია, რომელიც დაპროექტდა და გაიხსნა 1896 წელს. იგი მდებარეობს ვარშავის ცენტრში, ლააზიენკის პარკიდან სულ რაღაც 600 მეტრში. ის შედარებით პატარა და ნაკლებად ხალხმრავალია, ვიდრე ლაზიენკის პარკი, ამიტომ აქ თავისუფლად შეძლებთ განიტვირთოთ დამღლელი დღის ბოლოს. პარკი შესვლა უფასოა, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ის მუშაობს დილის 6 საათიდან საღამოს 9 საათამდე.

ხოლო რაც შეეხება გართობას, შეგიძლიათ საკმაოდ აქტიურად გაატაროთ დრო ქალაქში არსებულ კლუბებსა და ბარებში, დააგემოვნოთ საკმაოდ მრავალფეროვანი პოლონური სამზარეულო. იმ შემთხვევაში კი, თუ უფრო მეტად კულტურული აქტივობები გიზიდავთ, ოპერისა და სიმფონიური წარმოდგენების არჩევანიც გექნებათ.

როგორ უნდა მოხვდეთ ვარშავაში?

ავიაბილეთები ვარშავის მიმართულებით საქართველოს სამივე აეროპორტიდან შეგიძლიათ შეიძინოთ.

ქუთაისი ვარშავა -ს მიმართულებით, როგორც ყოველთვის, ყველაზე ბიუჯეტურ მოგზაურობას ავიაკომპანია Wizz Air Georgia გვთავაზობს. პირდაპირი ფრენა კვირაში სამჯერ – სამშაბათს, ოთხშაბათს და შაბათს სრულდება. ქუთაისის აეროპორტიდან ვარშავის შოპენის აეროპორტამდე ფრენის ხანგრძლივობა 3 საათსა და 35 წუთს შეადგენს.

ქუთაისი ვარშავა

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
31 დეკემბერი 20242 იანვარი 2025პირდაპირიWizz Airავიაბილეთები 369 -დან
15 იანვარი 202517 იანვარი 2025პირდაპირიWizz Airავიაბილეთები 329 -დან
20 თებერვალი 202521 მარტი 2025პირდაპირიWizz Airავიაბილეთები 346 -დან
11 მარტი 202519 მარტი 2025პირდაპირიWizz Airავიაბილეთები 332 -დან
11 ივლისი 202518 ივლისი 20251 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 965 -დან

ვარშავაში თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირდაპირი რეისით პოლონური ავიაკომპანია LOT-ი მოგახვედრებთ. რეისები კვირაში ხუთი სიხშირით – სამშაბათს, ხუთშაბათს, პარასკევს, შაბათს და კვირას სრულდება. ავიაბილეთებს მისაღებ ფასად შეიძენთ, თუ თქვენს მოგზაურობას წინასწარ დაგეგმავთ.

თბილისი ვარშავა

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
26 იანვარი 202531 იანვარი 2025LOT Polish Airlinesავიაბილეთები 845 -დან
20 თებერვალი 202526 თებერვალი 2025LOT Polish Airlinesავიაბილეთები 751 -დან
20 მარტი 202531 მარტი 2025LOT Polish Airlinesავიაბილეთები 739 -დან

tbilisi varshava -ს მიმართულებით შეგიძლიათ ისარგებლოთ ისეთი ავიაკომპანიების ტრანზიტული რეისებით, როგორებიცაა : Air Baltic , Ukraine International Airlines და Turkish Airlines-ი.

ბათუმი ვარშავა -ს მიმართულებით კი ტრანზირულ რეისებს ასევე Turkish Airlines – გვთავაზობს.

თბილისი ვარშავა

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
28 დეკემბერი 202413 იანვარი 20251 ᲒაჩერებაTurkish Airlinesავიაბილეთები 638 -დან
10 იანვარი 202517 იანვარი 20251 ᲒაჩერებაTurkish Airlinesავიაბილეთები 618 -დან
11 თებერვალი 202516 თებერვალი 20251 ᲒაჩერებაTurkish Airlinesავიაბილეთები 616 -დან
20 მარტი 202531 მარტი 20251 ᲒაჩერებაSky Expressავიაბილეთები 511 -დან
30 აპრილი 202527 მაისი 20251 ᲒაჩერებაTurkish Airlinesავიაბილეთები 621 -დან
16 მაისი 202530 მაისი 20251 ᲒაჩერებაTurkish Airlinesავიაბილეთები 617 -დან

ავიაბილეთები ვარშავის მიმართულებით შეგიძლიათ მოიძიოთ AVIA.GE-ის ვებსაიტზე ან მობილურ აპლიკაციაში და თქვენთვის საუკეთესო ვარიანტი შეარჩიოთ. უფრო მეტი კომფორტისთვის და საუკეთესო შეთავაზებისთვის კი ჩვენი გუნდი დაგეხმარებათ.

ვარშავის მიმართულებით იაფი ავიაბილეთების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 907 907

Exit mobile version