ავიაბილეთები ყველაზე იაფად

ვაზიანის ახალი აეროპორტი 2031 წელს გაიხსნება – $1.2 მილიარდიანი პროექტის დეტალები

ვაზიანის ახალი აეროპორტი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი ვაზიანში ოპერირებას 2031 წლიდან დაიწყებს. პროექტის სავარაუდო საინვესტიციო ღირებულება 1.2 მილიარდ დოლარს შეადგენს.

საერთაშორისო ტენდერი და ინვესტორი

როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, აეროპორტის მშენებლობისა და ოპერირების პროცესი გამჭვირვალედ წარიმართება.

“ჩვენი გეგმით, ვაზიანის აეროპორტი ოპერირებაში 2031 წელს უნდა შევიდეს. რაც შეეხება ინვესტორსა და ოპერატორს, ეს საერთაშორისო და ღია ტენდერის საკითხია, რასაც სახელმწიფო ძალიან გამჭვირვალე პროცედურით ჩაატარებს,” – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

რატომ გახდა საჭირო ახალი აეროპორტი თბილისში?

მთავრობის წარმომადგენლები განმარტავენ, რომ თბილისის არსებული აეროპორტი, ტერიტორიული შეზღუდვების გამო, ვეღარ პასუხობს მზარდ ტურისტულ და სატრანსპორტო მოთხოვნებს. 2050 წლამდე გაწერილი პროგნოზის მიხედვით, მგზავრთნაკადი მკვეთრად გაიზრდება.

პირდაპირი ფრენები თბილისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
სოჭი18 ოქტომბერი 202624 ოქტომბერი 2026Red Wingsავიაბილეთები 505 -დან
ალმაატა11 სექტემბერი 202614 სექტემბერი 2026Air Astanaავიაბილეთები 1 159 -დან
ამსტერდამი1 ოქტომბერი 20264 ოქტომბერი 2026Transaviaავიაბილეთები 597 -დან
ანკარა5 ოქტომბერი 202612 ოქტომბერი 2026Ajetავიაბილეთები 446 -დან
ათენი24 ნოემბერი 202628 ნოემბერი 2026Sky Express Greeceავიაბილეთები 459 -დან
აბუ დაბი14 აგვისტო 202618 აგვისტო 2026Air Arabia Abu Dhabiავიაბილეთები 1 125 -დან
ანტალია22 ოქტომბერი 202611 ნოემბერი 2026SunExpressავიაბილეთები 496 -დან
ბაქო20 ნოემბერი 202621 ნოემბერი 2026აზერბაიჯანის ავიახაზებიავიაბილეთები 265 -დან
ბელგრადი5 აგვისტო 202612 აგვისტო 2026Air Serbiaავიაბილეთები 813 -დან
ბერლინი10 ივნისი 202613 ივნისი 2026Georgian Airwaysავიაბილეთები 1 500 -დან

 

რეკორდული მაჩვენებლები ქართულ ავიაციაში

მარიამ ქვრივიშვილის თქმით, ქვეყანაში ავიაციის ინდუსტრია ისტორიულ მაქსიმუმზეა, რაც ახალი ინფრასტრუქტურის საჭიროებას კიდევ უფრო აჩქარებს.

“გვაქვს რეკორდული მონაცემები – თბილისის საერთაშორისო აეოპორტი ში 70-ზე მეტი ავიაკომპანია 120-ზე მეტი პირდაპირი მიმართულებით ახდენს ოპერირებას. ფაქტობრივად, კვარტალში ერთხელ ქვეყანაში ახალი საერთაშორისო ავიაკომპანია შემოდის,” – ამბობს ქვრივიშვილი.

Avia.ge – 8 წელი თქვენს სამსახურში! საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში. დაგვირეკე: 551 907 907

Exit mobile version