ავიაბილეთები ყველაზე იაფად

ვაზიანის ახალი აეროპორტი 2031 წელს გაიხსნება – $1.2 მილიარდიანი პროექტის დეტალები

ვაზიანის ახალი აეროპორტი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი ვაზიანში ოპერირებას 2031 წლიდან დაიწყებს. პროექტის სავარაუდო საინვესტიციო ღირებულება 1.2 მილიარდ დოლარს შეადგენს.

საერთაშორისო ტენდერი და ინვესტორი

როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, აეროპორტის მშენებლობისა და ოპერირების პროცესი გამჭვირვალედ წარიმართება.

“ჩვენი გეგმით, ვაზიანის აეროპორტი ოპერირებაში 2031 წელს უნდა შევიდეს. რაც შეეხება ინვესტორსა და ოპერატორს, ეს საერთაშორისო და ღია ტენდერის საკითხია, რასაც სახელმწიფო ძალიან გამჭვირვალე პროცედურით ჩაატარებს,” – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

რატომ გახდა საჭირო ახალი აეროპორტი თბილისში?

მთავრობის წარმომადგენლები განმარტავენ, რომ თბილისის არსებული აეროპორტი, ტერიტორიული შეზღუდვების გამო, ვეღარ პასუხობს მზარდ ტურისტულ და სატრანსპორტო მოთხოვნებს. 2050 წლამდე გაწერილი პროგნოზის მიხედვით, მგზავრთნაკადი მკვეთრად გაიზრდება.

პირდაპირი ფრენები თბილისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
სოჭი15 მაისი 202621 მაისი 2026Red Wingsავიაბილეთები 458 -დან
ალმაატა20 აგვისტო 20262 სექტემბერი 2026Air Astanaავიაბილეთები 1 081 -დან
ამსტერდამი10 სექტემბერი 202617 სექტემბერი 2026Transaviaავიაბილეთები 624 -დან
ანკარა25 აპრილი 202627 აპრილი 2026Ajetავიაბილეთები 329 -დან
ათენი24 ნოემბერი 202628 ნოემბერი 2026Sky Express Greeceავიაბილეთები 463 -დან
აბუ დაბი2 ივლისი 20269 ივლისი 2026Air Arabia Abu Dhabiავიაბილეთები 954 -დან
ანტალია29 აპრილი 20268 მაისი 2026Pegasus Airlinesავიაბილეთები 431 -დან
ბაჰრეინის კუნძული1 ოქტომბერი 20268 ოქტომბერი 2026Gulf Airავიაბილეთები 1 746 -დან
ბაქო3 დეკემბერი 202618 დეკემბერი 2026აზერბაიჯანის ავიახაზებიავიაბილეთები 287 -დან
ბელგრადი2 ივნისი 202617 ივნისი 2026Air Serbiaავიაბილეთები 927 -დან

 

რეკორდული მაჩვენებლები ქართულ ავიაციაში

მარიამ ქვრივიშვილის თქმით, ქვეყანაში ავიაციის ინდუსტრია ისტორიულ მაქსიმუმზეა, რაც ახალი ინფრასტრუქტურის საჭიროებას კიდევ უფრო აჩქარებს.

“გვაქვს რეკორდული მონაცემები – თბილისის საერთაშორისო აეოპორტი ში 70-ზე მეტი ავიაკომპანია 120-ზე მეტი პირდაპირი მიმართულებით ახდენს ოპერირებას. ფაქტობრივად, კვარტალში ერთხელ ქვეყანაში ახალი საერთაშორისო ავიაკომპანია შემოდის,” – ამბობს ქვრივიშვილი.

Avia.ge – 8 წელი თქვენს სამსახურში! საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში. დაგვირეკე: 551 907 907

Exit mobile version