ავიაბილეთები ყველაზე იაფად

ამერიკის ვიზა / amerikis viza

ამერიკის ვიზა

ამერიკის ვიზა გაიცემა საქართველოს დედაქალაქში არსებული აშშ-ს საელჩოს საკონსულო სამსახურიდან.

შემოგვიერთდი ვიზების ჯგუფში https://www.facebook.com/groups/161628407590358

რას ნიშნავს განაცხადის შევსება ვიზაზე და რა საბუთებია ამისათვის საჭირო?

ყველა მსურველ აპლიკანტს შეუძლია პირადად გააკეთოს განაცხადი ვიზის აღების მოთხოვნაზე.

აღსანიშნავია, რომ ვიზის გაცემის პროცედურისას უდიდესი ყურადღება ეთმობა აპლიკანტის ფინანსურ მდგომარეობას. ამ შემთხვევაში აქცენტი კეთდება როგორც მყარ სოციალურ და ეკონომუკურ მდგომარეობაზე, ასევე წლიურ ფინანსურ ბრუნვაზე.

იმისათვის, რომ amerikis vizis მისაღები აპლიკაცია შეავსოთ, თქვენ დაგჭირდებათ:

გასათვალისწინებელია, რომ ჩამოთვლილ საბუთებთან ერთად, შესაძლოა დაგჭირდეთ სხვა დოკუმენტების წარდგენაც, ამიტომ, უკეთესი იქნება რომ კონსულტაციას ვიზაცენტრის სპეციალისტთან გაიაროთ.

დამხმარე დოკუმენტაიცა:

დამხმარე დოკუმენტაცია შეიძლება მრავალი ფაქტორიდან ერთ-ერთი იყოს, რომელსაც გასაუბრების დროს საკონსულოს ოფიცერი მიიღებს მხედველობაში. საკონსულოს ოფიცრები ინდივიდუალურად განიხილავენ თითოეულ განაცხადს და გადაწყვეტილების მიღებისას ითვალისწინებენ სოციალურ, კულტურულ, პროფესიულ და სხვა ფაქტორებს. საკონსულოს ოფიცრებმა, ყურადღება შეიძლება მიაქციონ თქვენს ოჯახურ მდგომარეობას, ინდივიდუალურ განზრახვებს და ქვეყანაში სამომავლო გეგმებსა და პერსპექტივებს. ყოველი საქმე განიხილება ინდივიდუალურად და გადაწყვეტილების მიღება კანონის შესაბამისად ხდება.

აღნიშნული დოკუმენტების გარდა, თქვენ ასევე უნდა წარადგინოთ გასაუბრების დანიშვნის წერილი, რომლის მიხედვითაც დადასტურდება, რომ ამ მომსახურების საშუალებით თქვენ ნამდვილად დანიშნეთ გასაუბრების თარიღი. აგრეთვე, თან უნდა იქონიოთ ყველა ის დამხმარე დოკუმენტი, რომელიც, ფიქრობთ რომ, საკონსულოს ოფიცრისთვის მიწოდებულ ინფორმაციას ადასტურებს.

რა ღირს სავიზო მომსახურება?

სასწავლო ვიზისა და ტურისტული ან საქმიანი B1/B2 ვიზების მოსაკრებელი შეადგენს 160 აშშ დოლარს.

როგორ შევიტანოთ განაცხადი ვიაზე?

გაითვალისწინეთ, რომ  განაცხადი, რომელიც ჩმოთვლილ ყველა აღნიშნულ დოკუმენტს არ შეიცავს, არ მიიღება.

საქართველოში, ამერიკის საელჩოს მისამართია – ქ. თბილისი, ბალანჩინის ქ.11.

როგორია ამერიკის ვიზის მოპოვების შანსები?

ზოგადად, კონკრეტული პიროვნების მაგალითზე საკმაოდ ძნელია იმის განსაზღვრა, თუ რამხელა შანსი აქვს მას ამერიკის ვიზის აღების. მაგრამ, საერთო წესის მიხედვით აპლიკანტის მიერ amerikis vizis აღების შანსზე გავლენას ახდენს მისი სოციალური და ეკონომიკური კავშირები საკუთარი ქვეყნის ფარგლებში. რაც უფრო მკაფიოდ შეძლებთ კონსულისთვის იმის ჩვენებას, რომ რეალიზებული ხართ საკუთარ ქვეყანაში და ასევე სამომავლო წინსვლის პერსპექტივაც გაგაჩნიათ, მით უფრო გაგეზრდებათ აშშ-ს ვიზის მიღების შანსი.

რა დრო სჭირდება აშშ-ს ვიზის გაცემას საკონსულოს მიერ?

კონკრეტული აპლიკანტებისათვის აშშ-ს ვიზის მიღების ვადები დამოკიდებულია პირველ რიგში საკონსულოში არსებულ რიგებზე. ზოგადად, ამ პროცესში რიგების ხანგრძლივობა ერთ – ორ  კვირას არ აჭარბებს, თუმცა, ისეთ აქტიურ სეზონებზე, როგორიცაა გაზაფხული და ზაფხული, შესაძლოა ერთ თვემდეც გაიზარდოს. აღსანიშნავია, რომ საკონსულოში გასაუბრების დღესვე ხდება ცნობილი, გაიცემა თუ არა აპლიკანტზე ამერიკის ვიზა.

შემოგვიერთდი ვიზების ჯგუფში https://www.facebook.com/groups/161628407590358

თუ ამერიკის ვიზის მიღება გსურთ დაგვიკავშირდით ნომერზე: 558 302 303

თბილისი ნიუ იორკის

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
22 ივლისი 202511 აგვისტო 20252 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 2 052 -დან
19 აგვისტო 20257 სექტემბერი 20252 ᲒაჩერებაAJetავიაბილეთები 2 353 -დან
26 სექტემბერი 20259 ოქტომბერი 20252 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 1 728 -დან
16 ოქტომბერი 202521 ოქტომბერი 20252 ᲒაჩერებაSky Expressავიაბილეთები 1 697 -დან
5 ნოემბერი 202522 ნოემბერი 20251 ᲒაჩერებაLOT Polish Airlinesავიაბილეთები 1 797 -დან
27 დეკემბერი 202510 იანვარი 20262 ᲒაჩერებაAustrian Airlinesავიაბილეთები 1 845 -დან
21 იანვარი 20264 თებერვალი 20261 ᲒაჩერებაLOT Polish Airlinesავიაბილეთები 1 879 -დან
9 თებერვალი 202622 თებერვალი 20261 ᲒაჩერებაLOT Polish Airlinesავიაბილეთები 1 750 -დან
10 მარტი 202618 მარტი 20261 ᲒაჩერებაLOT Polish Airlinesავიაბილეთები 1 709 -დან
18 აპრილი 20263 მაისი 20262 ᲒაჩერებაAustrian Airlinesავიაბილეთები 1 917 -დან
11 მაისი 202631 მაისი 20262 ᲒაჩერებაAustrian Airlinesავიაბილეთები 2 112 -დან

Avia.ge ამ ეტაპზე სავიზო მომსახურებას არ გთავაზობთ.

Exit mobile version