მსოფლიოს წამყვანი ავიაკომპანიები თანდათანობით დაწესებულ შეზღუდვებს აუქმებენ და თვითმფრინავით მგზავრობის ჩვეულ რეჟიმს უბრუნდებიან. თავდაპირველად, რეგულაციების გაუქმებაზე ნიდერლანურმა ავიაკომპანიებმა განაცხადეს. KLM გახდა პირველი ავიაკომპანია, რომელმაც მგზავრებს პირბადის გარეშე მგზავრობის უფლება მისცა.
დღეს კი ცნობილი გახდა, რომ ამერიკული ავიაკომპანიებიც აუქმებენ ფრენებზე არსებულ ყველა შეზღდუვას. კერძოდ, ავიაკომპანიები: United, American Airlines, Southwest, Delta და Alaska მგზავრებს ფრენის დროს პირბადის ტარებას აღარ მოსთხოვენ.