Site icon ავიაბილეთები ყველაზე იაფად

ქართულ ავიაციას უპრეცედენტო წარმატების პერიოდი უდგას

kutaisi international aiport

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი, ირაკლი ქარქაშაძე აცხადებს, რომ ქართული ავიაცია უპრეცედენტოდ წარმატებულ ეტაპს გადის. აღნიშნული განცხადება მან აეროპორტებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ საუბრისას გააკეთა.

მან აღნიშნა, რომ ქუთაისის აეროპორტი -ს მცირე სატვირთო ტერმინალის მშენებლობას, აეროპორტების გაერთიანება თვითონ ახორციელებს, ხოლო კომპლექსური ლოგისტიკური ცენტრის შექმნასთან დაკავშირებით კერძო სექტორთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

პირდაპირი ფრენები ქუთაისიდან

მიმართულებაგამგზავრების თარიღიდაბრუნების თარიღიავიაკომპანიის ლოგოავიაბილეთების მოძებნა
ალმათი13 დეკემბერი 202616 დეკემბერი 2026FlyArystanავიაბილეთები 555 -დან
ათენი24 იანვარი 202731 იანვარი 2027Wizz Airავიაბილეთები 209 -დან
ბარსელონა20 დეკემბერი 202629 იანვარი 2027Wizz Airავიაბილეთები 364 -დან
ბერლინი24 დეკემბერი 202614 იანვარი 2027Wizz Airავიაბილეთები 345 -დან
ბრიუსელი26 ნოემბერი 202629 ნოემბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 336 -დან
ბრატისლავა3 დეკემბერი 20268 დეკემბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 263 -დან

 

„ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის პროექტი უკვე აქტიურად მიმდინარეობს და მასზე ტენდერია გამოცხადებული. რაც შეეხება სატვირთო ტერმინალს, აეროპორტების გაერთიანება თავად აშენებს მცირე ზომის სატვირთო ტერმინალს, რომელიც საშუალებას მისცემს ქუთაისის აეროპორტს ტვირთების გადაზიდვებშიც ჩაერთოს. კომპლექსური ლოგისტიკური ცენტრი კი კერძო სექტორთან თანამშრომლობის შედეგად შეიქმნება.

პერიოდულად ვხედავთ ინტერესს ქუთაისის აეროპორტის მიმართ სხვადასხვა მიმართულებებიდან. 2024 წლის აპრილში ჩვენ შევასრულეთ გენერალური გეგმა, რომელიც მოიცავს იმ ლოკაციებს, სადაც სხვადასხვა ზომის სატვირთო და ტექნიკური მომსახურების ობიექტები განთავსდება. ჩვენ ღია ვართ მოლაპარაკებებისთვის ნებისმიერი ინვესტორისთვის. ქუთაისის აეროპორტი სტაბილურად ვითარდება. ამ ეტაპზე ქართულ ავიაციას უპრეცედენტო წარმატებები აქვს. არ მახსენდება დრო, როდესაც ერთდროულად ოთხი აეროპორტი – ქუთაისის, თელავის, თბილისის ახალი აეროპორტი და მესტიის აეროპორტი – ასეთი მასშტაბური მშენებლობის პროცესში ყოფილიყო“, – განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

შეიძინე ავიაბილეთები ყველაზე იაფად Avia.ge -ზე. დაგვიკავშირდი ნომერზე:  551 907 907

Exit mobile version