ავიაბილეთები ყველაზე იაფად

ქართულ ავიაციას უპრეცედენტო წარმატების პერიოდი უდგას

kutaisi international aiport

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი, ირაკლი ქარქაშაძე აცხადებს, რომ ქართული ავიაცია უპრეცედენტოდ წარმატებულ ეტაპს გადის. აღნიშნული განცხადება მან აეროპორტებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ საუბრისას გააკეთა.

მან აღნიშნა, რომ ქუთაისის აეროპორტი -ს მცირე სატვირთო ტერმინალის მშენებლობას, აეროპორტების გაერთიანება თვითონ ახორციელებს, ხოლო კომპლექსური ლოგისტიკური ცენტრის შექმნასთან დაკავშირებით კერძო სექტორთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

პირდაპირი ფრენები ქუთაისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
ალმაატა24 მაისი 202521 ივნისი 2025FlyArystanავიაბილეთები 630 -დან
ათენი10 აპრილი 202527 აპრილი 2025Wizz Airავიაბილეთები 244 -დან
აბუ დაბი22 თებერვალი 202528 თებერვალი 2025Wizz Airავიაბილეთები 344 -დან
ბარსელონა11 აპრილი 202525 აპრილი 2025Wizz Airავიაბილეთები 446 -დან
ბერლინი27 მარტი 20251 აპრილი 2025Wizz Airავიაბილეთები 330 -დან
ბრიუსელი5 მარტი 202512 მარტი 2025Wizz Airავიაბილეთები 270 -დან

 

„ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის პროექტი უკვე აქტიურად მიმდინარეობს და მასზე ტენდერია გამოცხადებული. რაც შეეხება სატვირთო ტერმინალს, აეროპორტების გაერთიანება თავად აშენებს მცირე ზომის სატვირთო ტერმინალს, რომელიც საშუალებას მისცემს ქუთაისის აეროპორტს ტვირთების გადაზიდვებშიც ჩაერთოს. კომპლექსური ლოგისტიკური ცენტრი კი კერძო სექტორთან თანამშრომლობის შედეგად შეიქმნება.

პერიოდულად ვხედავთ ინტერესს ქუთაისის აეროპორტის მიმართ სხვადასხვა მიმართულებებიდან. 2024 წლის აპრილში ჩვენ შევასრულეთ გენერალური გეგმა, რომელიც მოიცავს იმ ლოკაციებს, სადაც სხვადასხვა ზომის სატვირთო და ტექნიკური მომსახურების ობიექტები განთავსდება. ჩვენ ღია ვართ მოლაპარაკებებისთვის ნებისმიერი ინვესტორისთვის. ქუთაისის აეროპორტი სტაბილურად ვითარდება. ამ ეტაპზე ქართულ ავიაციას უპრეცედენტო წარმატებები აქვს. არ მახსენდება დრო, როდესაც ერთდროულად ოთხი აეროპორტი – ქუთაისის, თელავის, თბილისის ახალი აეროპორტი და მესტიის აეროპორტი – ასეთი მასშტაბური მშენებლობის პროცესში ყოფილიყო“, – განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

შეიძინე ავიაბილეთები ყველაზე იაფად Avia.ge -ზე. დაგვიკავშირდი ნომერზე:  551 907 907

Exit mobile version