თურქული ავიაკომპანია Turkish Airlines-ი საქართველოს ავიაბაზრით კმაყოფილია და რამდენიმე დღეში თბილისის აეროპორტი -ს მიმართულებით სიხშირეების გაზრდასაც გეგმავს. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ, საქართველოში თურქიშის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ქენან ინჯემ განაცხადა, ზაფხულის სეზონზე სიხშირეების დამატება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებითაც იგეგმება. მისივე თქმით, ბაზარზე მოთხოვნა იზრდება.
„ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ ამ სეზონით, რადგან გასული და მიმდინარე წლის განმავლობაში ვზრდიდით ჩვენს მარშრუტებს. ჩვენი რეისები 14%-ით გავზარდეთ და იმედია, ამ კვირის ბოლომდე თბილისის განრიგს კიდევ ორ რეისს დავამატებთ. მომდევნო თვიდან ბათუმის აეროპორტი -ს მიმართულებით კიდევ სამ რეისს დავამატებთ. ჯამში, Turkish Airlines -ის ფარგლებში გვექნება 48 რეისი და დამატებით 7 RJ რეისი (რეგიონალური ავიაკომპანიის მიერ შესრულებული რეისი, რომელიც პატარა ზომის ავიახომალდით სრულდება). 55 რეისით ამ სეზონზე საქართველოში 900 000-ზე მეტი ადამიანის გადაყვანას შევძლებთ.
ბაზარზე მოთხოვნა იზრდება. ცხადია, ჩვენ ახლა ვიწყებთ ზაფხულის სეზონს და ვცდილობთ საქართველოში ახალი კლიენტები, ახალი ტურისტები მოვიზიდოთ. გასულ წელს საქართველოში ტურისტები 121 ქვეყნიდან ჩამოვიყვანეთ და იმედია, ამ რიცხვს და ჩვენს წვლილს საქართველოს ეკონომიკაში გავზრდით“, – განაცხადა ქენან ინჯემ – Turkish Airlines -ის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა.
თბილისი სტამბოლი ავიაბილეთები
გამგზავრება | გაჩერება | ბილეთების პოვნა |
---|---|---|
3 ივლისი 2025 | პირდაპირი | ავიაბილეთები 272 -დან |
9 ივლისი 2025 | პირდაპირი | ავიაბილეთები 284 -დან |
9 ივლისი 2025 | პირდაპირი | ავიაბილეთები 296 -დან |
9 ივლისი 2025 | პირდაპირი | ავიაბილეთები 298 -დან |
9 ივლისი 2025 | პირდაპირი | ავიაბილეთები 300 -დან |
18 ივლისი 2025 | პირდაპირი | ავიაბილეთები 301 -დან |
12 ივლისი 2025 | პირდაპირი | ავიაბილეთები 301 -დან |
10 ივლისი 2025 | პირდაპირი | ავიაბილეთები 301 -დან |
9 ივლისი 2025 | პირდაპირი | ავიაბილეთები 303 -დან |
10 ივლისი 2025 | პირდაპირი | ავიაბილეთები 304 -დან |
17 ივლისი 2025 | პირდაპირი | ავიაბილეთები 304 -დან |
17 ივლისი 2025 | პირდაპირი | ავიაბილეთები 304 -დან |
13 ივლისი 2025 | პირდაპირი | ავიაბილეთები 304 -დან |
16 ივლისი 2025 | პირდაპირი | ავიაბილეთები 307 -დან |
11 ივლისი 2025 | პირდაპირი | ავიაბილეთები 307 -დან |
29 ივლისი 2025 | პირდაპირი | ავიაბილეთები 311 -დან |
13 ივლისი 2025 | პირდაპირი | ავიაბილეთები 311 -დან |
15 ივლისი 2025 | პირდაპირი | ავიაბილეთები 312 -დან |
17 ივლისი 2025 | პირდაპირი | ავიაბილეთები 312 -დან |
9 ივლისი 2025 | პირდაპირი | ავიაბილეთები 313 -დან |

შეგახსენებთ, რომ ეკონომიკის სამინისტროსა და ავიაციის სექტორის წარმომადგენლებს შორის გამართულ შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს აეროპორტებში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების გზები და ზაფხულის სანავიგაციო სეზონისთვის მზადება. მინისტრის მოადგილის, მარიამ ქვრივიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ უცხოელი ვიზიტორები საქართველოში მოხვედრის პირველივე წუთებიდან მაქსიმალურად კომფორტულ გარემოში მოხვდნენ. ასევე აღინიშნა, რომ 2025 წლის პირველ კვარტალში, მგზავრთა რაოდენობა 8%-ით გაიზარდა, ხოლო ზაფხულში რეისების რაოდენობა 735-740-მდე გაიზრდება, რაც წინა წელთან შედარებით 5-6%-იანი მატებაა.
Avia.ge – 8 წელი თქვენს სამსახურში! საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში. დაგვირეკე: 551 907 907