Site icon ავიაბილეთები ყველაზე იაფად

2025 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით საქართველოს 2.3 მილიონი ტურისტი ეწვია

ტურისტული ვიზიტები

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2025 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით, საქართველოში ტურისტული ვიზიტების რიცხვმა უპრეცედენტო ნიშნულს მიაღწია. ამ პერიოდში დაფიქსირდა 2.3 მილიონი ტურისტული ვიზიტი, რაც ისტორიული რეკორდია. საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტების საერთო რაოდენობა კი 3.2 მილიონს შეადგენს.

ადმინისტრაციის ცნობით, 2025 წლის პირველ ექვს თვეში საქართველომ სულ 3,153,741 საერთაშორისო მოგზაური მიიღო, რაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4.4%-ით მეტია. ამავე პერიოდში, საერთაშორისო ტურისტული ვიზიტები 2,270,363-ს გაუტოლდა, რაც 2024 წელთან შედარებით 6.9%-იანი ზრდაა.

პირდაპირი ფრენები თბილისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
სოჭი30 დეკემბერი 202624 თებერვალი 2027Red Wingsავიაბილეთები 151 -დან
ალმათი16 ნოემბერი 202622 ნოემბერი 2026Air Astanaავიაბილეთები 979 -დან
ამსტერდამი17 ივნისი 202720 ივნისი 2027Transaviaავიაბილეთები 687 -დან
ანკარა26 ნოემბერი 202628 ნოემბერი 2026Ajetავიაბილეთები 349 -დან
ათენი29 ნოემბერი 202610 იანვარი 2027Aegean Airlinesავიაბილეთები 450 -დან
აბუ-დაბი19 ოქტომბერი 202624 ოქტომბერი 2026Air Arabia Abu Dhabiავიაბილეთები 781 -დან

ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა 2025 წლის მეორე კვარტალშიც (აპრილი-ივნისი), როდესაც საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 1,311,416 შეადგინა. ეს 10.7%-ით აღემატება 2024 წლის მაჩვენებელს. მეორე კვარტალში საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტები 1,838,913-მდე გაიზარდა, რაც 2024 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 6.9%-იანი ზრდაა.

აღსანიშნავია, რომ ჩინეთიდან საქართველოში ჩამოსული მგზავრების რაოდენობა მატულობს . 2023 წელს ჩინეთიდან ჩამოსულ მოგზაურთა რაოდენობა 45%-ით გაიზარდა და 57,184 შეადგინა. ხოლო 2025 წლის პირველ ხუთ თვეში კი ზრდა 91%-ს აჭარბებს, რაც თითქმის გაორმაგებულ მაჩვენებელს ნიშნავს 29,212 მგზავრით.

Avia.ge – 8 წელი თქვენს სამსახურში! საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში. დაგვირეკე: 551 907 907

Exit mobile version