ავიაბილეთები ყველაზე იაფად

2025 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით საქართველოს 2.3 მილიონი ტურისტი ეწვია

ტურისტული ვიზიტები

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2025 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით, საქართველოში ტურისტული ვიზიტების რიცხვმა უპრეცედენტო ნიშნულს მიაღწია. ამ პერიოდში დაფიქსირდა 2.3 მილიონი ტურისტული ვიზიტი, რაც ისტორიული რეკორდია. საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტების საერთო რაოდენობა კი 3.2 მილიონს შეადგენს.

ადმინისტრაციის ცნობით, 2025 წლის პირველ ექვს თვეში საქართველომ სულ 3,153,741 საერთაშორისო მოგზაური მიიღო, რაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4.4%-ით მეტია. ამავე პერიოდში, საერთაშორისო ტურისტული ვიზიტები 2,270,363-ს გაუტოლდა, რაც 2024 წელთან შედარებით 6.9%-იანი ზრდაა.

პირდაპირი ფრენები თბილისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
სოჭი6 მარტი 20268 მარტი 2026Red Wingsავიაბილეთები 313 -დან
ალმაატა19 მარტი 20264 აპრილი 2026Air Astanaავიაბილეთები 976 -დან
ამსტერდამი4 მარტი 202611 მარტი 2026Transaviaავიაბილეთები 592 -დან
ანკარა24 მარტი 202625 მარტი 2026AJetავიაბილეთები 333 -დან
ათენი17 მარტი 202621 მარტი 2026Sky Expressავიაბილეთები 429 -დან
აბუ დაბი9 მარტი 20266 აპრილი 2026Air Arabia Abu Dhabiავიაბილეთები 739 -დან

ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა 2025 წლის მეორე კვარტალშიც (აპრილი-ივნისი), როდესაც საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 1,311,416 შეადგინა. ეს 10.7%-ით აღემატება 2024 წლის მაჩვენებელს. მეორე კვარტალში საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტები 1,838,913-მდე გაიზარდა, რაც 2024 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 6.9%-იანი ზრდაა.

აღსანიშნავია, რომ ჩინეთიდან საქართველოში ჩამოსული მგზავრების რაოდენობა მატულობს . 2023 წელს ჩინეთიდან ჩამოსულ მოგზაურთა რაოდენობა 45%-ით გაიზარდა და 57,184 შეადგინა. ხოლო 2025 წლის პირველ ხუთ თვეში კი ზრდა 91%-ს აჭარბებს, რაც თითქმის გაორმაგებულ მაჩვენებელს ნიშნავს 29,212 მგზავრით.

Avia.ge – 8 წელი თქვენს სამსახურში! საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში. დაგვირეკე: 551 907 907

Exit mobile version