2017 წლის მარტიდან ქართველი მოგზაურებისათვის შესამჩნევად გამარტივდა ყველაზე საოცნებო ქვეყნების მონახულება ტურისტული მიზნებით. თუკი თქვენც გსურთ ესტუმროთ ისეთ რომანტიულ და ლამაზ ქალაქებს, როგორიცაა მაგალითად პარიზი ან ბარსელონა, მაშინ უკვე აღარაფერი გაბრკოლებთ.
ბოლო 10 წელიწადში გაცემული საქართველოს ბიომეტრიული პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეებისათვის ევროკავშირის დასკვნით უვიზოთ შესვლა უკვე ძალიან ბევრ ქვეყანაშია შესაძლებელი.
საქართველოს მოქალაქეებს მართლაც საკმაოდ გაუმართლათ, რადგან ტურისტული ვიზის გარეშე უამრავ საოცარ ქვეყანაში შეუძლიათ მოგზაურობა. თუმცა დღესდღეისობით მაინც რჩება უამრავი ისეთი ეგზოტიკური და საინტერესო წერტილი მსოფლიოს გარშემო, სადაც turistuli vizis გარეშე შესვლას სამწუხაროდ ვერ შეძლებთ.
ასევე გასათვალისწინებელია ისიც, რომ სხვადასხვა ქვეყნის ტურისტული ვიზის მისაღებად შესაძლოა მოგიწიოთ საქართველოს ტერიტორიის დატოვება და მაგალითად ანკარაში ჩასვლა, რათა ესტუმროთ თქვენთვის რჩეული ქვეყნის საელჩოს საკონსულო განყოფილებას. თუკი ავსტრალიაში გსურთ ტურისტული ვიზიტით ჩასვლა, სწორედ ასეთი პროცედურის გავლა მოგიწევთ.
ასევე, ტურისტული ვიზის მისაღებად თითქმის ყველა ქვეყნის საელჩოს საკონსულო განყოფილებაში ამ ძირითადი დოკუმენტების სიის წარდგენა მოგიწევთ:
- მოქმედი საზღვარგარეთის პასპორტი;
- სამსახურის ცნობა დამსაქმებლისგან (ხოლო მათთვის ვინც ბიზნესს ფლობს – საჯარო რეესტრიდან ამონაწერი მეწარმეობის შესახებ);
- ბოლო 6 თვის საბანკო ამონაწერები ბანკიდან;
- დანაზოგის შესახებ ცნობა ბანკიდან;
- დაოჯახებულთათვის ქორწინების მოწმობა;
თუმცა აღნიშნული საბუთების სია ზოგ შემთხვევაში განსხვავებულია და ზოგიერთი ქვეყნის ტურისტული ვიზის მისაღებად შესაძლოა დამატებითი არაორდინალური დოკუმენტებიც მოგთხოვონ. მაგალითად თუკი იაპონიაში გსურთ ტურისტის სტატუსით ჩასვლა, ზემოთ აღნიშნულ დოკუმენტებს უნდა დაურთოთ სასტუმროს და ბილეთის ჯავშანი. ასევე საჭიროა სამოგზაურო დაზღვევისა და ყოველი დღის გაწერილი სამოგზაურო პროგრამის თან დართვაც.
ასევე თქვენს მიერ არჩეულ კონკრეტულ ქვეყანაზეა დამოკიდებული ისიც, თუ რა თანხის წარდგენა მოგიწევთ ანგარიშის ამონაწერის სახით ტურისტული ვიზის მისაღებად. მაგალითად კორეის ტურისტული ვიზის მისაღებად განაცხადის შეტანისას საჭიროა წარადგინოთ ბოლო 6 თვის ხელფასის ამონაწერი, ცნობა საკრედიტო ბარათისა და საბანკო ანგარიშის შესახებ, რომელიც უნდა ასახავდეს მინიმუმ 3000 აშშ დოლარს.