Site icon ავიაბილეთები ყველაზე იაფად

როგორ განვითარდა საქართველოში ტურიზმისა და ავიაციის ინდუსტრია 2023 წელს?

2023 წლის სტატისტიკა

სწორი სამოქმედო გეგმისა და სტრატეგიის შესაბამისად, საქართველოში ტურიზმისა და ავიაციის ინდუსტრია ვითარდება, ძლიერდება და ძალიან სწრაფი ტემპებით უბრუნდება პანდემიამდელ ნიშნულს. იანვარი-ივნისის თვეების სტატისტიკური მონაცემებით, ამ პერიოდში საქართველოს 2,860,117 საერთაშორისო მოგზაური ეწვია.

როგორც  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი აღნიშნავს, ეს სტატისტიკა ცხადყოფს, რომ პანდემიამდე პერიოდის მონაცემების 74%-იანი აღდგენაა, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი ზრდა +75.9 %-ს შეადგენს.

ამასთან, 2023 წლის პირველ 6 თვეში ქვეყანაში 1,930,483 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, რაც 2019 წლის მონაცემის 90.8%-ით აღდგენაა, ხოლო 2022 წელთან შედარებით კი +59.6%-იანი ზრდაა.

„დღეს საქართველოს ბაზარზე, ქუთაისის , თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებიდან,  50-ზე მეტი ავიაკომპანია, 60-მდე პირდაპირი მიმართულებით ოპერირებს, რაც ნიშნავს, რომ ფაქტობრივად, ყოველთვიურად ვცდილობთ გავზარდოთ გამტარუნარიანობა და პირდაპირი კავშირი ჩვენთვის სტრატეგიულ სამიზნე – ევროკავშირის და სპარსეთის ყურის ქვეყნებთან, რათა ქვეყანაში კიდევ მეტი ტურისტი ჩამოვიდეს“, – აცხადებს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე.

პირდაპირი ფრენები ქუთაისიდან

მიმართულებაგამგზავრების თარიღიდაბრუნების თარიღიავიაკომპანიის ლოგოავიაბილეთების მოძებნა
ალმათი12 ივლისი 202717 ივლისი 2027FlyArystanავიაბილეთები 645 -დან
ათენი15 თებერვალი 202728 თებერვალი 2027Wizz Airავიაბილეთები 228 -დან
ბარსელონა5 თებერვალი 20278 თებერვალი 2027Wizz Airავიაბილეთები 371 -დან
ბერლინი18 თებერვალი 202723 თებერვალი 2027Wizz Airავიაბილეთები 304 -დან
ბრიუსელი14 იანვარი 202717 იანვარი 2027Wizz Airავიაბილეთები 306 -დან
ბრატისლავა25 თებერვალი 20272 მარტი 2027Wizz Airავიაბილეთები 262 -დან
ბუდაპეშტი14 აპრილი 202717 აპრილი 2027Wizz Airავიაბილეთები 293 -დან
დორტმუნდი9 თებერვალი 202713 თებერვალი 2027Wizz Airავიაბილეთები 290 -დან
მემინგენი30 ნოემბერი 202618 იანვარი 2027Wizz Airავიაბილეთები 362 -დან
ფრანკფურტი5 დეკემბერი 20268 დეკემბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 483 -დან

მისი თქმით, მიმდინარე წლის იანვარი-ივნისის თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადის მონაცემები 100 %-ით აღდგა და პანდემიამდელ ნიშნულს გაუთანაბრდა.

რაც შეეხება 2023 წლის მე-2 კვარტლის მონაცემებს, საქართველოში 1,651,655 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც პანდემიამდე პერიოდის მონაცემების 73.6% აღდგენაა, 2022 წელთან შედარებით კი +57.4%-იანი ზრდაა.

შეიძინეთ ავიაბილეთები მსოფლიოს ნებისმიერი მიმართულებით Avia.ge-ს დახმარებით დაგვირეკეთ: 551 907 907

Exit mobile version