ავიაბილეთები ყველაზე იაფად

როგორ განვითარდა საქართველოში ტურიზმისა და ავიაციის ინდუსტრია 2023 წელს?

2023 წლის სტატისტიკა

სწორი სამოქმედო გეგმისა და სტრატეგიის შესაბამისად, საქართველოში ტურიზმისა და ავიაციის ინდუსტრია ვითარდება, ძლიერდება და ძალიან სწრაფი ტემპებით უბრუნდება პანდემიამდელ ნიშნულს. იანვარი-ივნისის თვეების სტატისტიკური მონაცემებით, ამ პერიოდში საქართველოს 2,860,117 საერთაშორისო მოგზაური ეწვია.

როგორც  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი აღნიშნავს, ეს სტატისტიკა ცხადყოფს, რომ პანდემიამდე პერიოდის მონაცემების 74%-იანი აღდგენაა, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი ზრდა +75.9 %-ს შეადგენს.

ამასთან, 2023 წლის პირველ 6 თვეში ქვეყანაში 1,930,483 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, რაც 2019 წლის მონაცემის 90.8%-ით აღდგენაა, ხოლო 2022 წელთან შედარებით კი +59.6%-იანი ზრდაა.

„დღეს საქართველოს ბაზარზე, ქუთაისის , თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებიდან,  50-ზე მეტი ავიაკომპანია, 60-მდე პირდაპირი მიმართულებით ოპერირებს, რაც ნიშნავს, რომ ფაქტობრივად, ყოველთვიურად ვცდილობთ გავზარდოთ გამტარუნარიანობა და პირდაპირი კავშირი ჩვენთვის სტრატეგიულ სამიზნე – ევროკავშირის და სპარსეთის ყურის ქვეყნებთან, რათა ქვეყანაში კიდევ მეტი ტურისტი ჩამოვიდეს“, – აცხადებს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე.

პირდაპირი ფრენები ქუთაისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
ალმაატა9 აპრილი 202613 აპრილი 2026FlyArystanავიაბილეთები 499 -დან
ათენი3 აპრილი 202624 აპრილი 2026Wizz Airავიაბილეთები 126 -დან
ბარსელონა28 აპრილი 20262 მაისი 2026Wizz Airავიაბილეთები 385 -დან
ბერლინი15 აპრილი 202622 აპრილი 2026Wizz Airავიაბილეთები 362 -დან
ბრიუსელი2 აპრილი 202619 აპრილი 2026Wizz Airავიაბილეთები 314 -დან
ბრატისლავა16 მარტი 202620 მარტი 2026Wizz Airავიაბილეთები 220 -დან
ბუდაპეშტი5 აპრილი 20269 აპრილი 2026Wizz Airავიაბილეთები 299 -დან
დორტმუნდი21 აპრილი 202628 აპრილი 2026Wizz Airავიაბილეთები 298 -დან
მემინგენი19 იანვარი 20272 თებერვალი 2027Wizz Airავიაბილეთები 257 -დან
ფრანკფურტი27 მარტი 20266 აპრილი 2026Wizz Airავიაბილეთები 325 -დან

მისი თქმით, მიმდინარე წლის იანვარი-ივნისის თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადის მონაცემები 100 %-ით აღდგა და პანდემიამდელ ნიშნულს გაუთანაბრდა.

რაც შეეხება 2023 წლის მე-2 კვარტლის მონაცემებს, საქართველოში 1,651,655 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც პანდემიამდე პერიოდის მონაცემების 73.6% აღდგენაა, 2022 წელთან შედარებით კი +57.4%-იანი ზრდაა.

შეიძინეთ ავიაბილეთები მსოფლიოს ნებისმიერი მიმართულებით Avia.ge-ს დახმარებით დაგვირეკეთ: 551 907 907

Exit mobile version