Site icon ავიაბილეთები ყველაზე იაფად

საქართველოს აეროპორტების მზარდი დინამიკა: 2025 წლის პირველი ნახევრის შედეგები

ლიდერი ავიაკომპნიები

2025 წლის პირველ ექვს თვეში საქართველოს აეროპორტებმა მგზავრების რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდა დააფიქსირეს. ჯამში, აეროპორტები 3,654,063 მგზავრს მოემსახურნენ, რაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 14%-ით მეტია. ეს მაჩვენებელი ქვეყნის საავიაციო სექტორის მზარდ დინამიკას უსვამს ხაზს.

საავიაციო ბაზრის ლიდერი ავიაკომპანიები 

საავიაციო ბაზარზე ლიდერის პოზიციას კვლავ უნგრული ბიუჯეტური ავიაკომპანია Wizz Air ინარჩუნებს. ის ბაზრის 18%-ს ფლობს და 2024 წლის პირველ ნახევართან შედარებით მგზავრების რაოდენობა 16%-ით გაზარდა. იანვრიდან ივნისის ჩათვლით, ავიაკომპანიამ 642,956 მგზავრი გადაიყვანა.

მეორე ადგილზე კიდევ ერთი ბიუჯეტური გადამზიდავი, Pegasus -ია, რომელიც ბაზრის 8%-იან წილს ფლობს. ამ პერიოდში კომპანიამ 8%-იანი ზრდა აჩვენა და ჯამში 284,984 მგზავრს მოემსახურა.

ქართული ავიაკომპანია Georgian Airways მესამე პოზიციას იკავებს, ასევე ბაზრის 8%-იანი წილით. რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის შემდეგ, ავიაკომპანიამ მგზავრთა ნაკადი მნიშვნელოვნად გაზარდა და ბაზრის ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე გახდა. 2024 წლის იანვარ-ივნისთან შედარებით, Georgian Airways-ის მგზავრების რაოდენობა 17%-ით, 272,568-მდე გაიზარდა.

მიმართულებაგამგზავრების თარიღიდაბრუნების თარიღიავიაკომპანიის ლოგოავიაბილეთების მოძებნა
მოსკოვი30 დეკემბერი 202615 იანვარი 2027Red Wingsავიაბილეთები 377 -დან
ბაქო17 ნოემბერი 202619 ნოემბერი 2026აზერბაიჯანის ავიახაზებიავიაბილეთები 626 -დან
სტამბოლი29 ნოემბერი 20263 დეკემბერი 2026Ajetავიაბილეთები 407 -დან
სანკტ პეტერბურგი29 დეკემბერი 202616 იანვარი 2027Red Wingsავიაბილეთები 661 -დან
მინვოდი23 ნოემბერი 202630 ნოემბერი 2026Azimuthავიაბილეთები 355 -დან
ანთალია20 ნოემბერი 202625 ნოემბერი 2026Pegasus Airlinesავიაბილეთები 491 -დან
კრასნოდარი11 დეკემბერი 202613 დეკემბერი 2026Azimuthავიაბილეთები 467 -დან
ჯედა22 ნოემბერი 20261 დეკემბერი 2026Flynasავიაბილეთები 1 069 -დან
სოჭი21 დეკემბერი 202622 დეკემბერი 2026Red Wingsავიაბილეთები 183 -დან
ნოვოსიბირსკი25 იანვარი 20276 თებერვალი 2027Georgian Airwaysავიაბილეთები 1 248 -დან
პარიზი23 დეკემბერი 202630 დეკემბერი 2026Ajetავიაბილეთები 499 -დან
უფა15 იანვარი 202723 იანვარი 2027Azimuthავიაბილეთები 566 -დან
ერევანი6 დეკემბერი 202613 დეკემბერი 2026FLYONE Armeniaავიაბილეთები 327 -დან
ფხუკეთი25 ნოემბერი 20263 დეკემბერი 2026Jazeera Airwaysავიაბილეთები 2 134 -დან
ტაშკენტი5 იანვარი 202712 იანვარი 2027Uzbekistan Airwaysავიაბილეთები 944 -დან
მილანი21 ნოემბერი 202629 ნოემბერი 2026Ajetავიაბილეთები 490 -დან
ეკატერენბურგი30 დეკემბერი 20269 იანვარი 2027Red Wingsავიაბილეთები 504 -დან
ბელგრადი25 იანვარი 202729 იანვარი 2027Ajetავიაბილეთები 528 -დან
ბანგკოკი1 დეკემბერი 20265 დეკემბერი 2026Jazeera Airwaysავიაბილეთები 1 807 -დან
კაზანი28 დეკემბერი 202616 იანვარი 2027Red Wingsავიაბილეთები 504 -დან
ათენი2 თებერვალი 202716 თებერვალი 2027Aegean Airlinesავიაბილეთები 483 -დან
სამარა31 დეკემბერი 202614 იანვარი 2027Red Wingsავიაბილეთები 676 -დან
მინსკი24 ნოემბერი 202629 ნოემბერი 2026Belaviaავიაბილეთები 1 033 -დან
რომი24 ნოემბერი 202630 ნოემბერი 2026Ajetავიაბილეთები 487 -დან
ამსტერდამი19 დეკემბერი 202624 დეკემბერი 2026Ajetავიაბილეთები 609 -დან
ჟენევა22 იანვარი 202729 იანვარი 2027easyJetავიაბილეთები 273 -დან
გუანჟოუ2 დეკემბერი 202611 დეკემბერი 2026China Southern Airlinesავიაბილეთები 1 376 -დან
ბერლინი5 დეკემბერი 202610 დეკემბერი 2026Ajetავიაბილეთები 506 -დან
კიშინიოვი27 დეკემბერი 202631 დეკემბერი 2026LOT Polishავიაბილეთები 655 -დან

 

წინა წლების ლიდერი, Turkish Airlines, ამ პერიოდში მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა. ავიაკომპანიამ 268,959 მგზავრი გადაიყვანა, რაც 6%-იანი შემცირებაა წინა წელთან შედარებით.

ხუთეულს ასრულებს Azerbaijan Airlines (AZAL) რომლის ბაზრის წილი 6%-ია. კომპანიამ 222,237 მგზავრი გადაიყვანა, რაც 15%-იანი ზრდაა წინა წელთან შედარებით.

აღსანიშნავია, რომ Turkish Airlines-ის შვილობილი კომპანია Ajet-ის მიერ გადაყვანილი მგზავრები ცალკე აღირიცხება. 2025 წლის პირველ ნახევარში Ajet-მა 54,326 მგზავრს მოემსახურა, რაც არ შედის Turkish Airlines-ის საერთო სტატისტიკაში.

2025 წლის პირველი ნახევრის მონაცემები ნათლად აჩვენებს საქართველოს საავიაციო ბაზრის მზარდ პოტენციალს. 14%-იანი ზრდა მოწმობს ქვეყნის, როგორც რეგიონული სატრანზიტო ჰაბის, მნიშვნელობის ზრდას. მოცემული ტენდენციები მიანიშნებს საქართველოს საავიაციო სექტორის განვითარებაზე და სამომავლოდ კიდევ უფრო მეტი ზრდის მოლოდინზე.

Avia.ge – 8 წელი თქვენს სამსახურში! საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში. დაგვირეკე: 551 907 907

Exit mobile version