ავიაბილეთები ყველაზე იაფად

საქართველოს აეროპორტების მზარდი დინამიკა: 2025 წლის პირველი ნახევრის შედეგები

ლიდერი ავიაკომპნიები

2025 წლის პირველ ექვს თვეში საქართველოს აეროპორტებმა მგზავრების რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდა დააფიქსირეს. ჯამში, აეროპორტები 3,654,063 მგზავრს მოემსახურნენ, რაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 14%-ით მეტია. ეს მაჩვენებელი ქვეყნის საავიაციო სექტორის მზარდ დინამიკას უსვამს ხაზს.

საავიაციო ბაზრის ლიდერი ავიაკომპანიები 

საავიაციო ბაზარზე ლიდერის პოზიციას კვლავ უნგრული ბიუჯეტური ავიაკომპანია Wizz Air ინარჩუნებს. ის ბაზრის 18%-ს ფლობს და 2024 წლის პირველ ნახევართან შედარებით მგზავრების რაოდენობა 16%-ით გაზარდა. იანვრიდან ივნისის ჩათვლით, ავიაკომპანიამ 642,956 მგზავრი გადაიყვანა.

მეორე ადგილზე კიდევ ერთი ბიუჯეტური გადამზიდავი, Pegasus -ია, რომელიც ბაზრის 8%-იან წილს ფლობს. ამ პერიოდში კომპანიამ 8%-იანი ზრდა აჩვენა და ჯამში 284,984 მგზავრს მოემსახურა.

ქართული ავიაკომპანია Georgian Airways მესამე პოზიციას იკავებს, ასევე ბაზრის 8%-იანი წილით. რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის შემდეგ, ავიაკომპანიამ მგზავრთა ნაკადი მნიშვნელოვნად გაზარდა და ბაზრის ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე გახდა. 2024 წლის იანვარ-ივნისთან შედარებით, Georgian Airways-ის მგზავრების რაოდენობა 17%-ით, 272,568-მდე გაიზარდა.

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
მოსკოვი31 მარტი 20267 აპრილი 2026Red Wingsავიაბილეთები 758 - დან
ბაქო10 აპრილი 202618 აპრილი 2026Pegasus Airlinesავიაბილეთები 379 - დან
სტამბოლი13 მაისი 202620 მაისი 2026AJetავიაბილეთები 351 - დან
სანკტ პეტერბურგი29 მარტი 20262 აპრილი 2026აზერბაიჯანის ავიახაზებიავიაბილეთები 964 - დან
ჯედა16 მაისი 202627 მაისი 2026flynasავიაბილეთები 880 - დან
მინვოდი3 აპრილი 20268 აპრილი 2026Azimuthავიაბილეთები 435 - დან
სოჭი1 აპრილი 20269 აპრილი 2026Red Wingsავიაბილეთები 417 - დან
ნოვოსიბირსკი28 მარტი 20261 აპრილი 2026Red Wingsავიაბილეთები 1 291 - დან
კრასნოდარი17 მაისი 202624 მაისი 2026Red Wingsავიაბილეთები 540 - დან
პარიზი12 მაისი 202619 მაისი 2026AJetავიაბილეთები 646 - დან
ერევანი5 აპრილი 20266 აპრილი 2026FlyOneავიაბილეთები 313 - დან
კიშინიოვი3 აპრილი 20265 აპრილი 2026Pegasus Airlinesავიაბილეთები 646 - დან
ტაშკენტი18 აპრილი 202621 აპრილი 2026Centrum Airავიაბილეთები 809 - დან
ბელგრადი5 აპრილი 202610 აპრილი 2026AJetავიაბილეთები 595 - დან
ანტალია4 აპრილი 20269 აპრილი 2026Pegasus Airlinesავიაბილეთები 346 - დან
ეკატერენბურგი28 მარტი 202612 აპრილი 2026Red Wingsავიაბილეთები 864 - დან
მინსკი3 მაისი 20263 მაისი 2026Belaviaავიაბილეთები 1 120 - დან
გუანჟოუ28 მარტი 20264 აპრილი 2026Air Chinaავიაბილეთები 1 277 - დან
უფა27 მარტი 20261 აპრილი 2026Azimuthავიაბილეთები 977 - დან
ამსტერდამი14 მაისი 202617 მაისი 2026AJetავიაბილეთები 667 - დან
მილანი28 აპრილი 20263 მაისი 2026EasyJetავიაბილეთები 446 - დან
სამარა28 მარტი 20261 აპრილი 2026Red Wingsავიაბილეთები 920 - დან
კაზანი20 მაისი 202627 მაისი 2026Red Wingsავიაბილეთები 836 - დან
ათენი30 აპრილი 20264 მაისი 2026Sky Expressავიაბილეთები 463 - დან
დუბაი8 აპრილი 202610 აპრილი 2026Red Wingsავიაბილეთები 927 - დან
ფხუკეთი25 აპრილი 20262 მაისი 2026Air Arabiaავიაბილეთები 1 867 - დან
მიუნხენი28 მარტი 20266 აპრილი 2026Pegasus Airlinesავიაბილეთები 613 - დან
რომი3 აპრილი 202613 აპრილი 2026AJetავიაბილეთები 567 - დან
მედინა9 აპრილი 202619 აპრილი 2026Turkish Airlinesავიაბილეთები 1 175 - დან
ლარნაკა3 აპრილი 202612 აპრილი 2026FlyOneავიაბილეთები 616 - დან

 

წინა წლების ლიდერი, Turkish Airlines, ამ პერიოდში მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა. ავიაკომპანიამ 268,959 მგზავრი გადაიყვანა, რაც 6%-იანი შემცირებაა წინა წელთან შედარებით.

ხუთეულს ასრულებს Azerbaijan Airlines (AZAL) რომლის ბაზრის წილი 6%-ია. კომპანიამ 222,237 მგზავრი გადაიყვანა, რაც 15%-იანი ზრდაა წინა წელთან შედარებით.

აღსანიშნავია, რომ Turkish Airlines-ის შვილობილი კომპანია Ajet-ის მიერ გადაყვანილი მგზავრები ცალკე აღირიცხება. 2025 წლის პირველ ნახევარში Ajet-მა 54,326 მგზავრს მოემსახურა, რაც არ შედის Turkish Airlines-ის საერთო სტატისტიკაში.

2025 წლის პირველი ნახევრის მონაცემები ნათლად აჩვენებს საქართველოს საავიაციო ბაზრის მზარდ პოტენციალს. 14%-იანი ზრდა მოწმობს ქვეყნის, როგორც რეგიონული სატრანზიტო ჰაბის, მნიშვნელობის ზრდას. მოცემული ტენდენციები მიანიშნებს საქართველოს საავიაციო სექტორის განვითარებაზე და სამომავლოდ კიდევ უფრო მეტი ზრდის მოლოდინზე.

Avia.ge – 8 წელი თქვენს სამსახურში! საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში. დაგვირეკე: 551 907 907

Exit mobile version