Site icon ავიაბილეთები ყველაზე იაფად

თბილისსა და რიგას შორის რეგულარული ავიამიმოსვლა იწყება

თბილისი რიგა განახლდა

საქართველოს საჰაერო სივრცე რეგულარული მიმოსვლისთვის კიდევ ერთი მიმართულებით იხსნება. მიუნხენისა და პარიზის შემდეგ, რეგულარული ფრენები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან უკვე რიგაშიც შესრულდება. ავიაკომპანია Airbaltic-ი თბილისი-რიგა-თბილისის მიმართულებით რეისებს 5 აგვისტოდან განაახლებს.

თავდაპირველად რეისები კვირაში ერთი სიხშირით შესრულდება, ხოლო 20 აგვისტოდან Airbaltic-ი ოპერირებას კვირაში ორი სიხშირით განაგრძობს. ავიარეისების განრიგი უკვე ცნობილია და შემდეგნაირად გამოიყურება:

20 აგვისტომდე

რიგა-თბილისი : შესრულდება ყოველ ოთხშაბათს -5,12,19 აგვისტოს

თბილისი-რიგა: შესრულდება ყოველ ხუთშაბთს – 6,13,20 აგვისტოს

20 აგვისტოდან

რიგა-თბილისი: შესრულდება ყოველ ოთხშაბათს და კვირას

თბილისი-რიგა: შესრულდება ყოველ ხუთშაბათს და ორშაბათს

ავიაკომპანია აღნიშნულ რეისებს Airbus A220-300 ტიპის საჰაერო ხომალდებით შეასრულებს.

რიგა თბილისი

გამგზავრების თარიღიდაბრუნების თარიღიავიაკომპანიის ლოგოავიაბილეთების მოძებნა
21 ნოემბერი 202625 ნოემბერი 2026airBalticავიაბილეთები 867 -დან
12 დეკემბერი 202620 დეკემბერი 2026airBalticავიაბილეთები 1 327 -დან
2 იანვარი 20273 იანვარი 2027airBalticავიაბილეთები 1 191 -დან
Exit mobile version