ავიაბილეთები ყველაზე იაფად

თბილისი-მიუნხენის მიმართულებით რეგულარული ფრენები იწყება

ლუფთანზას ავიაბილეთები

საქართველოში რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას ავიაკომპანია Lufthansa 2 აგვისტოდან გახსნის და თბილისსა და მიუნხენს შორის პირდაპირი ავიაიმოსვლა განახლდება.

საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ რეგულარული ფრენების აღდგენას 5 ქვეყანასთან გეგმავდა და, როგორც ჩანს, პირველი ქვეყანა, სადაც საქართველოდან რეგულარული საჰაერო მიმოსვლა განახლდება, გერმანია იქნება.

მოლაპარაკებები ფრენების განახლების თაობაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და ავიაკომპანიას შორის უკვე დასრულდა. რეისებს ავიაკომპანია Lufthansa კვირაში ორი სიხშირით, შემდეგი განრიგით შეასრულებს:

მიუნხენი-თბილისის რეისი შესრულდება ყოველ ხუთშაბათს და კვირას

მიუნხენი თბილისი

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
10 ივნისი 202517 ივნისი 2025Lufthansaავიაბილეთები 1 496 -დან
13 ივლისი 202521 ივლისი 2025Lufthansaავიაბილეთები 1 499 -დან
19 აგვისტო 202527 აგვისტო 2025Lufthansaავიაბილეთები 2 254 -დან

თბილისი-მიუნხენის რეისი შესრულდება ყოველ ორშაბათს და პარასკევს.

თბილისი მიუნხენი

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
16 ივნისი 202522 ივნისი 2025Lufthansaავიაბილეთები 1 328 -დან
8 ივლისი 202512 ივლისი 2025Lufthansaავიაბილეთები 1 418 -დან
2 აგვისტო 202530 აგვისტო 2025Lufthansaავიაბილეთები 1 233 -დან

Lufthansa რეისებს თბილისი-მიუნხენი-თბილისის მიმართულებით Airbus A319 ტიპის საჰაერო ხომალდით განახორციელებს.

Exit mobile version