ქართული ავიაკომპანია Geosky -ს სამგზავრო მიმართულება Georgian Wings -მა, თბილისიდან პრაღის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო. ავიაკომპანია პირდაპირ რეგულარულ ფრენებს თბილისის აეროპორტი -დან პრაღის მიმართულებით, კვირაში 2 სიხშირით – სამშაბათსა და შაბათ დღეს იფრენს. რეისები კი 148 მგზავრზე გათვლილი Boeing 737 ტიპის საფაერო ხომალდით განხორციელდება.
პირველი რეისი პრაღიდან თბილისის მიმართულებით 8 მაისს შესრულდა. საინაუგურაციო ფრენის ღონისძიებას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩეხეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პეტრ კუბერნატი ესწრებოდა. ელჩმა ჩეხეთსა და საქართველოს შორის არსებულ ტურისტულ პოტენციალზე ისაუბრა და მგზავრებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა.