ავიაბილეთები ყველაზე იაფად

Georgian Wings-ი თბილისი ბაქოს საჰაერო ხაზზე ფრენების რაოდენობას ზრდის

ჯეორჯიან ვინგსი

ქართული ავიაკომპანია Geosky -ს სამგზავრო მიმართულება Georgian Wings -ი თბილისი ბაქო , ბაქო თბილისი -ს მიმართულებით ფრენების რაოდენობას ზრდის.

კომპანიის ცნობით, აღნიშნულ მარშრუტზე ჯეორჯიან ვინგსი მგზავრებს ამიერიდან კვირაში 5 სიხშირით ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევს, შაბათს და კვირას მოემსახურება. რეისები ფრანგულ-იტალიური წარმოების, 72 მგზავრზე გათვლილი საჰაერო ხომალდი ATR72-500 -ით განახორციელებს.

“ავიაკომპანია უკვე 1 თვეა რაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ბაქოს მიმართულებით ოპერირებს. თავდაპირველად ოპერირება კვირაში 3 სიხშირით დავიწყეთ და აღნიშნულ მარშრუტზე ოპერირების სიხშირის ზრდა კომერციული გათვლებისა და გეგმების შესაბამისად მოხდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ავიაკომპანიის გეგმა და მოლოდინი ბაზარზე არსებული მოთხოვნის შესაბამისად სწორი და გამართლებული იყო.

ფრენის განრიგი მორგებულია ავიაკომპანიის მიერ შესრულებულ ქვეყნის შიდა ფრენის – თბილისი ბათუმი , ბათუმი თბილსი ს განრიგს, რაც მგზავრს დამატებით თბილისის აეროპორტის ტრანზიტულად სარგებლობის შესაძლებლობას და კომფორტულად მოგზაურობის საშუალებას აძლევს,“ – განმარტავენ კომპანიაში.

 

შეგახსენებთ, რომ Georgian Wings-მა პირველი საერთაშორისო რეგულარული ფრენა მიმდინარე წლის 5 სექტემბერს განახორციელა, მას შემდეგ კი რეგულარულად დაფრინავს თბილისის შოთა რუსთაველი საერთაშორისო აეროპორტიდან ბაქოს ჰეიდარ ალიევის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით და უკან.

აღნიშნული ავიაკომპანიით ორმხრივი ავიაბილეთების ფასი, ნოემბრის თვეში 450-550 ლარის ფარგლებში მერყეობს. რაც შეეხება ფრენის ხანგრძლივობას, თბილისი ბაქო -ს მიმართულებით 1სთ და 35წთ-ია. ბაქო თბილისი -ს მიმართულებით კი 1სთ და 10წთ.

თუ გსურთ შეიძინოთ ავიაბილეთები ყველაზე იაფად, დაგვირეკეთ: 551 907 907 და მიიღეთ საუკეთესო შემოთავაზება. ხელმისაწვდომია ვაიბერიც.

Exit mobile version