წარმატებული და საკმაოდ ცნობილი კომპანია Tav-ი ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისიდან მოყოლებული აქტიურად ვითარდება და ყოველწლიურად ახალ სიმაღლეებს იპყრობს.
2006 წელს მთლიანი ორგანიზაციის რესტრუქტურიზაციის პროცესის შემდეგ, აღნიშნულმა კომპანიამ აქტიურად დაიწყო აეროპორტების ჰოლდინგის სახელით მოღვაწეობა და ინოვაციების დანერგვა. სწორედ ამიტომ, ამ კომპანიის წარმომადგენლები დღესდღეისობით თურქეთის 5 მთავარი აეროპორტის სერვისებზე არიან პასუხისმგებელნი.
ასევე საქართველოში ტავ ჯორჯია თბილისის საერთაშორისო აეროპორტისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების სრულ სერვისებზე აგებს პასუხს.
მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე და ლიდერი აეროპორტების ოპერატორი კომპანიის წარმომადგენელი ტავ ჯორჯია საქართველოში უამრავ სასარგებლო სერვისს სთავაზობს მოგზაურებს.
თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში მათი ხარისხიანი და ეფექტური მოღვაწეობის შედეგად შეგიძლიათ სწრაფად და კომფორტულად ისარგებლოთ საკვები და სატრანსპორტო სერვისებით.
ასევე Tav Georgia სრულიად პასუხისმგებელია როგორც საჰაერო, ისე სახმელეთო ოპერაციების გამართულ მუშაობაზე საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში. ისინი უზრუნველყოფენ უსაფრთხოების ნორმების უმაღლეს დონეზე დაცვას, რაც ასევე კიბერ უსაფრთხოებასაც გულისხმობს.
ასევე მსგავსი კონტექსტის გათვალისწინებით, ტავ ჯორჯია პასუხისმგებელია ასევე ქართული საერთაშორისო აეროპორტების კომერციული ზონების ფუნქციონირებაზეც. თუკი ერთხელ მაინც გისარგებლიათ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ან ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მომსახურებით, მაშინ აუცილებლად თქვენი თვალით ნახავდით იმას, თუ რამხელა დატვირთვით და სიზუსტით მუშაობს ტავ ჯორჯია ამ სივრცეებში. მაგალითად ყველაზე ნათელ მაგალითად შეიძლება სატრანსპორტო სერვისის მომსახურეობა ჩავთვალოთ.
ტავ ჯორჯიას კომფორტული და თანამედროვე ავტობუსები სწრაფად და ეფექტურად ანხორციელებენ მგზავრების გადაყვანას თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო ტერმინალებიდან თვითმფრინავებამდე და ასევე პირიქითაც.
აღნიშული კომპანიის სერვისები მართლაც მთავარ მაცოცხლებელ ძალას წარმოადგენს ქართული საერთაშორისო აეროპორტების ფუნქციონირების სრულ პროცესში. ტავ ჯორჯია ასევე დიდი მზრუნველობითა და ყურადღებით ეკიდება აეროპორტში დასასვენებელი ზონების მოწყობასა და ფუნქციონირების პროცესებსაც.
Tav Georgia წარმოადენს წარმატებული საერთაშორისო კომპანიის მნიშვნელოვან ნაწილს და ყოველწლიურად უამრავი მოგზაურის ტურისტულ გამოცდილებაზე ახდენს დადებით ეფექტს როგორც მიწაზე, ისე ჰაერშიც.
სწორედ ამ კომპანიის ეფექტური მუშაობის შედეგად ფუნქციონირებს წარმატებულად როგორც თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, ისე ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიც წელიწადის ოთხივე სეზონზე.