თურქულ-გერმანულმა ავიაკომპანია SunExpress -მა საქართველოში ოპერირება დაიწყო. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ავიაკომპანია თბილისის საერთაშორისო აეროპორტი -დან ერთდროულად თურქეთის სამი ქალაქის მიმართულებით: ანკარაში, ანტალიაში და იზმირში, კვირაში 5 სიხშირით იფრენს.
მათივე ინფორმაციით, პირველი რეისი სანექსპრეს –მა ანტალიიდან თბილისის მიმართულებით 28 მაისს, ბოინგ 737- 800-ით შეასრულა, რომლითაც 135 მგზავრი ჩამოფრინდა. ხოლო თბილისიდან ანტალიის მიმართულებით, პირველი რეისით 156 ადამიანი გაემგზავრა.
ავიაკომპანია თბილისი-ანტალიის მიმართულებით კვირაში 2-ჯერ, ყოველ ხუთშაბათს და კვირას იფრენს. თბილისი-იზმირის საჰაერო ხაზზე ოპერირებას 2 ივნისიდან, კვირაში ორი სიხშირით, ყოველ სამშაბათს და შაბათს გეგმავს, ხოლო, რაც შეეხება საქართველოსა და თურქეთის დედაქალაქებს შორის რეგულარულ ავიამიმოსვლას, თბილისი-ანკარას მიმართულებით ფრენები 4 ივნისიდან, კვირაში ერთხელ, ორშაბათობით შეასრულებს.
თბილისი ანტალია
გამგზავრება | დაბრუნება | ავიაკომპანია | ბილეთების პოვნა |
---|---|---|---|
28 დეკემბერი 2024 | 29 დეკემბერი 2024 | ავიაბილეთები 760 -დან | |
13 იანვარი 2025 | 14 იანვარი 2025 | ავიაბილეთები 237 -დან | |
1 თებერვალი 2025 | 11 თებერვალი 2025 | ავიაბილეთები 347 -დან | |
3 მარტი 2025 | 9 მარტი 2025 | ავიაბილეთები 381 -დან |
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ბიზნესგანვითარების მენეჯერის, ვაკო ჭილაშვილის თქვით, ახალი ავიაკომპანია ბაზარზე კონკურენციას კიდევ უფრო გაზრდის.
SunExpress 33 წლის წინ ანტალიაში თურქეთის ავიახაზებისა და ლუფთჰანზას მიერ დაფუძნებული შვილობილი თურქულ-გერმანული ავიაკომპანია, რომელიც ანტალიისა და იზმირის ძირითად ავაიგადამზიდავს წარმოადგენს. ის გახდა პირველი კერძო ავიაკომპანია, რომელმაც მომხმარებლებს თურქეთსა და გერმანიას შორის პირდაპირი რეგულარული ფრენები შესთავაზა. SKYTRAX-ის მიხედვით, სან ექსპრესი 2022 წლის საუკეთესო ტურისტულ ავიაკომპანიად დასახელდა.