შტუტგარტიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, პირველი პირდაპირი რეგულარული რეისი, 19 ისვლისს შეასრულა გერმანულმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანიან Eurowings -მა.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ნაყოფიერად მოლაპარაკებებმა ავიაკომპანიასთან, წარმატებით ჩაიარა და დუსელდორფის შემდეგ, Eurowings-მა ოპერირება თბილისის მიმართულებით, გერმანიის კიდევ ერთი ქალაქიდან დაიწყო.
ავიაკომპანია შტუტგარტი-თბილისი-შტუტგარტის მიმართულებით, კვირაში ორი სიხშირით იფრენს AIRBUS A320 ტიპის საჰაერო ხომალდით. გერმანული ავიაკომპანია ამ დრომდე მხოლოდ დუსელდორფი-თბილისის მიმართულებით ასრულებდა რეისებს. პირველი რეისით შტუტგარტიდან თბილისში 155 მგზავრი ჩამოფრინდა.
ამ ეტაპისათვის, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გერმანიის მიმართულებით, რეგულარულ ფრენებს 4 სხვადასხვა მიმართულებით ასრულებს 3 ავიაკომპანია. ესენია: Lufthansa, Condor, Eurowings.