თბილისის აეროპორტი -ს გამგზავრების დარბაზში თვითრეგისტრაციის აპარატები განთავსდა. მსოფლიოში ცნობილი ფრანგული ბრენდის, EASIER-ის მიერ წარმოებული ჯიხურები მგზავრებს საშუალებას მისცემს, თავად დარეგისტრირდნენ რეისზე, აირჩიონ ადგილი და დაბეჭდონ ჩასხდომის ბარათი, გამგზავრებამდე რამდენიმე საათით ადრე – ინფორმაციას აეროპორტების მმართველი კომპანია, TAV Georgia ავრცელებს.
პირველ ეტაპზე აეროპორტში 2 თვითრეგისტრაციის აპარატი ფუნქციონირებს, რომლითაც სარგებლობა ჯერ მხოლოდ ორი ავიაკომპანიის – LOT და Qatar Airways -ის მგზავრებს შეეძლებათ. თუმცა, ეტაპობრივად გაიზრდება იმ ავიაკომპანიების რიცხვი, რომელთა რეისებზე რეგისტრაციას მგზავრები დამოუკიდებლად შეძლებენ.
ავიაკომპანია Lot -ის ფრენები თბილისის აეროპორტიდან
დანიშნულების ადგილი | გამგზავრება | დაბრუნება | ავიაკომპანია | ბილეთების პოვნა |
---|---|---|---|---|
ვარშავა | 3 დეკემბერი 2024 | 11 დეკემბერი 2024 | ავიაბილეთები 572 -დან |
ეს შესანიშნავი სიახლეა მათთვის, ვინც თბილისის აეროპორტიდან დაფრინავს, რადგან აღნიშნული აპარატები პრაქტიკული და ადვილად გამოსაყენებელი მოწყობილობებია. მათი დახმარებით მგზავრებს შეუძლიათ დაზოგონ დრო და თავიდან აიცილონ გრძელი რიგები.