ავიაბილეთები ყველაზე იაფად

ავიაკომპანია SCAT-მა ბათუმის აეროპორტიდან ფრენები განაახლა

batumi astana aviabiletebi

ყაზახურმა ავიაკომპანია SCAT -მა ბათუმი – ასტანა -ბათუმის საჰაერო ხაზზე ფრენები განაახლა. როგორც თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველ კომპანია TAV Georgia-ში განაცხადეს, ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე სკატი ბათუმსა და ასტანას შორის ფრენებს კვირაში 2 სიხშირით შეასრულებს. რეისები ყოველ ოთხშაბათსა და შაბათს განხორციელდება.

რაც შეხება ფასებს, ცალმხრივი ავიაბილეთის ღირებულება 600 ლარიდან იწყება, ფრენის ხანგრძლივობა კი 2 საათი და 40 წუთია.

ყაზახეთის დროშის ქვეშ მფრინავი სკატის ავიახაზები რამდენიმე წელია რაც საქართველოს ბაზარზე ოპერირებს და ქართველ მგზავრებს კომფორტულ ფრენასა და მაღალ სერვისს სთავაზობს.

შეგახსენებთ, რომ ასტანას მიმართულებით პირდაპირი ფრენები ასევე სრულდება თბილისისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებიდანაც. ავიაბილეთების ფასები კი ივნისის თცესი 400-500 ლარის ფარგლებში მერყეობს.

ასტანას მიმართულებით იაფი ავიაბილეთების შესაძენად, დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 907 907 

Exit mobile version