ავიაბილეთები ყველაზე იაფად

იაფი ავიაბილეთები სალონიკის მიმართულებით

სალონიკის ავიაბილეთები ქუთაისიდან

საბერძნეთის სიდიდით მეორე ქალაქს სალონიკს ყოველწლიურად ბევრი ტურისტი სტუმრობს და საქართველოშიც ერთ-ერთ პოპულარულ მიმართულებად ითვლება. რაც მთავარია გამგზავრება არ არის დიდ ბიუჯეტთან დაკავშირებული. თქვენ მხოლოდ უნდა აირჩიოთ სასურველი ავიაკომპანია და პერიოდი, შემდეგ კი იყიდოთ ავიაბილეთები ონლაინ.

თბილისიდან სალონიკში მოსახვედრად შეგიძლიათ Turkish Airlines-ის ავიაკომპანია გამოიყენოთ, რომელიც დილით ასრულებს რეისს და ბილეთი დაახლოებით 200-300 $ ჯდება. ერთი გადაჯდომა, სტამბულის ათათურქის საერთაშორისო აეროპორტში და სალონიკში დაახლოებით ხუთ საათ ნახევარში მოხვდებით.

შეგიძლიათ აირჩიოთ AEGAN-ის ავიაკომპანია, რომელიც ასევე სტამბულის გავლით მიფრინავს, სალონიკიდან კი თბილისში ათენის გავლით დაბრუნდებით, სულ რაღაც ოთხ საათში.

ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან უფრო მარტივად მოხვდებით სალონიკში ავიაკომპანია wizzair-ის მეშვეობით. 50 ლარადაც კი შეძლებთ სალონიკში მოხვედრას თუ ადრე შეიძენთ ავიაბილეთს. რეისი პირდაპირია და სულ რაღაც ორი საათია საჭირო სალონიკის აერპორტამდე.

სალონიკში მოხვედრა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდანაც შეგიძლიათ, სადაც რეისებს Turkish Airlines-ი ანხორციელებს. ბილეთი 200-400 $-მდე დაგიჯდებათ. გადაჯდომა აქაც სტამბულის ათათურქის საერთაშორისო აეროპორტში მოგიწევთ.

იცოდით რომ სალონიკს სამი ათასი წლის ისტორია აქვს და იუნესკოს ძეგლთა სიაშია დაცული. ქალქში ისტორიული ნაწილი განსაკუთრებით კარგადაა შემორჩენილი. ქუჩებში ბიზანტიურ ეკლესიებს წააწყდებით, აქვე ირანული გავლენით შექმნილ არაჩვეულებრივ აბანოებსა და ულამაზეს სანაპიროს, რომელიც ზაფხულის დღეებში განსაკუთრებით იზიდავს ტურისტებს.

მარტივად შეგიძლიათ მოიძიოთ ინფორმაცია ავიაკომპანიების ბილეთების ფასების შესახებ, განსაზღვროთ თქვენთვის მისაღები პერიოდი სამოგზაუროდ და ჩაალაგოთ ბარგი.

ქუთაისი სალონიკი

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
26 ნოემბერი 202530 ნოემბერი 2025Wizz Airავიაბილეთები 243 -დან
3 დეკემბერი 202510 დეკემბერი 2025Wizz Airავიაბილეთები 143 -დან
7 იანვარი 202612 იანვარი 2026Wizz Airავიაბილეთები 143 -დან
Exit mobile version