Site icon ავიაბილეთები ყველაზე იაფად

ყველაზე უსაფრთხო ევროპული ქვეყნები სოლო მოგზაურებისთვის

უსაფთხო მიმართულებები

მარტო მოგზაურობა შეიძლება ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და შთამბეჭდავი გამოცდილება იყოს, რადგან სამყაროს დამოუკიდებლად შესწავლა საკუთარი თავის აღმოჩენისა და პიროვნული ზრდის შესაძლებლობას იძლევა.

სოლო მოგზაურობისას ადანიამს სრული კონტროლი აქვს მარშრუტზე და თავისუფლად მოგზაურობენ იმ ადგილებში, რომელთა მონახულებაც ნამდვილად სურთ.

მათთვის, ვინც ფიქრობს სოლო თავგადასავლების დაწყებაზე, აქ არის რამდენიმე პოპულარული მიმართულება მთელს მსოფლიოში, რათა აღმოაჩინოთ საუკეთესო, უსაფრთხო და ყველაზე ხელმისაწვდომი დანიშნულების ადგილები.

უსაფრთხო ევრიპული ქვეყნები სოლო მოგზაურობისთვის:

ხორვატია არის სრულიად განსაცვიფრებელი ბუნებრივი სილამაზის მქონე ქვეყანა, მისი კრისტალურად სუფთა წყლებიდან და შთამბეჭდავი ეროვნული პარკებიდან დაწყებული, ულამაზესი სანაპირო ქალაქებით დამთავრებული. ქვეყანა ასევე გამოირჩევა ზეთისხილის პლანტაციებით, ფიჭვის ტყის ხეივნებითა და დახვეწილი ქვიშიანი პლაჟებით.

სოლო მოგზაურებისთვის, მთელი ქვეყნის მასშტაბით, არის უამრავი გარე აქტივობა, მათ შორის ლაშქრობა, ცურვა ნაოსნობა და სხვ. გურმანებისათვის კი უამრავი რესტორანი, სადაც ყოველთვის შესაძლებელია ახალი და გემრიელი ზღვის პროდუქტების დაგემოვნება.

ხორვატია ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა სოლო მოგზაურებისთვის, უსაფრთხოების ინდექსით 7,58/10.

თბილისი ზაგრები

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
31 ივლისი 20266 აგვისტო 20261 ᲒაჩერებაAir Serbiaავიაბილეთები 1 012 -დან
6 აგვისტო 20269 აგვისტო 20263 ᲒაჩერებაAjetავიაბილეთები 825 -დან
6 სექტემბერი 202613 სექტემბერი 20263 ᲒაჩერებაAjetავიაბილეთები 774 -დან
13 ოქტომბერი 202617 ოქტომბერი 20262 ᲒაჩერებაDan Airავიაბილეთები 728 -დან
20 ნოემბერი 202627 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაLOT Polishავიაბილეთები 722 -დან
1 ივლისი 20278 ივლისი 20271 ᲒაჩერებაLOT Polishავიაბილეთები 545 -დან

მალტა ცნობილია თავისი ისტორიული კავშირებით მრავალ დინასტიასთან. მდიდარი კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობით ქვეყანას მრავალი უძველესი ადგილი და ღირსშესანიშნაობა გააჩნია, რისი მონახულებაც დიდი შთაბეჭდილებას ტოვებს მოგზაურებზე.

სოლო თავგადასავლების მოყვარულებს შეუძლიათ კუნძულის ფანტასტიკური ისტორიისა და კულტურის შესწავლას იმდენი დრო დაუთმონ, რამდენიც მოესურვებათ. მალტის დედაქალაქი, ვალეტა, განსაკუთრებით ცნობილია თავისი განსაცვიფრებელი ბაროკოს სტილის სასახლეებით, ბაღებითა და ეკლესიებით.

მალტამ 2021 წელს მეორე ადგილი დაიკავა უსაფრთხო ქვეყნებს შორის 7,05/10. რაც ადასტურებს მის პოპულარობას, როგორც სოლო მოგზაურობის დანიშნულების ადგილს.

თბილისი მალტა

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
30 ივლისი 20267 აგვისტო 20261 ᲒაჩერებაAegean Airlinesავიაბილეთები 965 -დან
5 აგვისტო 202626 აგვისტო 20263 ᲒაჩერებაAjetავიაბილეთები 789 -დან
12 სექტემბერი 202618 სექტემბერი 20262 ᲒაჩერებაAjetავიაბილეთები 746 -დან
10 ოქტომბერი 202615 ოქტომბერი 20263 ᲒაჩერებაDan Airავიაბილეთები 755 -დან
9 ნოემბერი 202612 ნოემბერი 20262 ᲒაჩერებაAjetავიაბილეთები 704 -დან
4 იანვარი 20279 იანვარი 20271 ᲒაჩერებაLufthansaავიაბილეთები 745 -დან
9 მაისი 202714 მაისი 20271 ᲒაჩერებაeasyJetავიაბილეთები 691 -დან
2 ივნისი 20279 ივნისი 20271 ᲒაჩერებაLOT Polishავიაბილეთები 474 -დან

სლოვენია უფრო თავგადასავლების მოყვარული მოგზაურებისთვის შესაფერისი ადგილია, რომელთაც ადრენალინი უყვართ. ქვეყანას გააჩნია საოცარი ბუნებრივი სილამაზე, თვალწარმტაცი მთებისა და სანაპიროების ერთობლიობა ევროპის ცენტრში. აქ არის 80 ბუნებრივი თერმული წყარო და სამკურნალო წყალი, რაც მას პოპულარულ ადგილად აქცევს სოლო თავგადასავლების მოყვარულთათვის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის.

ამ მიმართულებას ასევე გააჩნია უსაფრთხოების მაღალი ინდექსი 75.8/100, დანაშაულის ინდექსის ქულასთან ერთად 6,66/10, რაც მას ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო მიმართულებად აქცევს.

სხვა ქვეყნები, რომლებიც სოლო მოგზაურთათვის უსაფრთხო და ამავდროულად ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ტურისტული მიმართულებაა მოიცავს:

ავიაბილეთები ქუთაისი ბარსელონა

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
28 ივლისი 202630 ივლისი 2026Wizz Airავიაბილეთები 2 088 -დან
13 აგვისტო 202620 აგვისტო 2026Wizz Airავიაბილეთები 901 -დან
15 სექტემბერი 202619 სექტემბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 746 -დან
10 ოქტომბერი 202617 ოქტომბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 540 -დან

 

დაგეგმეთ სოლო მოგზაურობა, მიიღეთ ახალი გამოწვევები და გამოცდილებები, აღმოჩინეთ საკუთარი თავი და მსოფლიო. დაჯავშნეთ ავიაბილეთები საუკეთესო ფასად avia.ge -ზე და ისიმოვნეთ ახალი თავგადასავლებით!

ავიაბილეთები ყველაზე იაფად რომ შეიძინოთ, დაგვირეკეთ ნომერზე: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.

Exit mobile version