ავიაბილეთები ყველაზე იაფად

Ryanair უკრაინაში ფრენების გასაახლებად ემზადება

Ryanair flights to Ukraine

flights to Ukraineირლანდიური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Ryanair უკრაინის მიმართულებით ფრენების განახლებას გეგმავს. ავიაკომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, მაიკლ ო’ლირიმ, The Telegraph-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ რაინეარი ამზადებს სტრატეგიას, რომელიც საშუალებას მისცემს ფრენები განაახლოს ომის დასრულებიდან ექვსი კვირის განმავლობაში.

მისი თქმით, ფრენების განახლებისთვის აუცილებელია საომარი მოქმედებების ოფიციალური შეწყვეტა, რათა შესრულდეს ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) მოთხოვნები.

Ryanair გეგმავს, რომ კიევისა და ლვოვის მიმართულებით დაახლოებით 24 მარშრუტი შეასრულოს, რისთვისაც გამოიყენებს ლონდონის სტენსტედისა და პარიზის ორლიის აეროპორტებიდან გადამისამართებულ რეისებს. ოდესაში ფრენების განახლება შესაძლოა უფრო მეტ დროს მოითხოვდეს, რადგან აღმოსავლეთ და სამხრეთ რეგიონებში, მათ შორის ხერსონის აეროპორტში, მნიშვნელოვანი ნგრევაა.

პირდაპირი ფრენები თბილისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
სოჭი20 მარტი 202623 მარტი 2026Red Wingsავიაბილეთები 318 -დან
ალმაატა3 ოქტომბერი 202618 ოქტომბერი 2026Air Astanaავიაბილეთები 999 -დან
ამსტერდამი2 აპრილი 20269 აპრილი 2026Transaviaავიაბილეთები 674 -დან
ანკარა21 თებერვალი 20261 მარტი 2026AJetავიაბილეთები 285 -დან
ათენი5 მარტი 202611 მარტი 2026Aegean Airlinesავიაბილეთები 473 -დან

 

შეგახსენებთ, რომ Marsh McLennan-ის უფროსმა პარტნიორმა, კრისპინ ელისონმა განაცხადა, რომ უკრაინის აეროპორტები შესაძლოა 2025 წელს გაიხსნას .

ამასთან, უკრაინა აქტიურად მართავს მოლაპარაკებებს აშშ-სა და ევროკავშირის მარეგულირებლებთან საჰაერო მიმოსვლის აღდგენის საკითხზე და ასევე კონსულტაციებს გადის ისრაელის სამოქალაქო ავიაციის სამსახურთან. ლვოვის საერთაშორისო აეროპორტი სწავლობს ფრენების აღდგენის შესაძლებლობას საომარი მდგომარეობის პირობებში უსაფრთხოების დაცვით.

დაეგეგმეთ მოგზაურობა ყველაზე მარტივად Avia.ge-სთან ერთად! დაგვირეკეთ: 551 907 907

Exit mobile version