Site icon ავიაბილეთები ყველაზე იაფად

ქართული ავიაკომპანიები რუსეთის მიმართულებით რეისებს წყვეტენ

რუსეთი ფრენებს წყვეტს

საქართველოს ტურისტული სახე უკვე დიდი ხანია რაც მსოფლიოში სულ უფრო და უფრო ფართოდ ხდება ცნობილი. მრავალი წელია საკმაოდ ბევრი ღირსშესანიშნაობისა და ულამაზესი ბუნების მქონე ქვეყანას მილიონობით ტურისტი სტუმრობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. თუმცა, ქვეყანაში შექმნილი ახლანდელი სიტუაციის გამო რუსეთსა და საქართველოს შორის ტურისტული და სამგზავრო მიმოსვლის დონე და მასშტატები მნიშვნელოვნად იცვლება.

როგორც ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ განცხადებით ირკვევა, 2019 წლის 8 ივლისიდან რუსული ავიაკომპანიები ოფიციალური აკრძალვის საფუძველზე ვეღარ შეძლებენ რუსეთის ფედერაციიდან საქართველოს მიმართულებით რეისების განხორციელებას. როგორც რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ განაცხადა, აღნიშნული მკაცრი აკრძალვა შეეხებათ ქართულ ავია კომპანიებსაც. სწორედ ამიტომ, მათ მოუწიათ რადიკალური ზომების მიღება და საკუთარი მგზავრების კომფორტსა და დანახარჯების ანაზღაურებაზე ფიქრის დაწყება. ამ თემასთან დაკავშირებით ისინი სპეციალურ განცხადებებსაც კი ავრცელებენ.

აღსანიშნავია, რომ თუკი აკრძალვა ზემოთხსენებული რეისების შესახებ 8 ივლისიდან ამოქმედდება, ავიაკომპანია „Airznea“ საკუთარ მგზავრებს შესთავაზებს ალტერნატიულ რეისებს. მათი განცხადების მიხედვით, ისინი მოგზაურებს თბილისი–ერევანი–მოსკოვის ტრანზიტულ რეისეს ხარჯების გარეშე შესთავაზებენ. იმისათვის, რომ მგზავრების მაქსიმალური კომფორტი უზრუნველყოს, ავია კომპანია მზადაა ტრანსფერის დრო დაახლოებით 1 საათიანი იყოს. ამ კონკრეტული ავია კომპანიის რეისების შესახებ ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ მიმართოთ მათი ადგილობრივი გაყიდვების ოფისს.

ასევე ცნობილმა ავია კომპანია Myway Airlines“–მა მიიღო შეტყობინება რუსეთის ფედერაციის ტრანზპორტის სამინისტროსგან. აღნიშნული შეტყობინების ტექსტის მიხედვით, 8 ივლისიდან ქართულ ავიაკომპანიებს რუსეთში ფრენები ეზღუდებათ, რის გამოც აღნიშნული ავიახაზები ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე უკვე გაყიდული ბილეთების დასაბრუნებელ პროცესს აქტიურად იწყებს.

ყველა იმ მგზავრს, რომელსაც უკვე გადახდილი აქვს თანხა, სრულიად აუნაზღაურდება მისი ტრანზაქცია იმ არხის საშუალებით, რომლითაც მათ მოახდინეს ავია ბილეთების შეძენის განხორციელება. თუმცა, ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი, რომელსაც ავიაკომპანიამ განცხადების გაკეთებისას ხაზი გაუსვა: ბილეთების დაბრუნების პროცედურა მხოლოდ იმ მგზავრებს შეეხებათ, რომლებმაც 8 ივლისის შემდგომი პერიოდის ფრენებზე შეიძინეს ავიაბილეთები.

თბილისი მოსკოვი

Departure atReturn atStopsAirlineFind tickets
24 September 202630 September 2026DirectRed Wingsავიაბილეთები 712 -დან
6 October 20269 October 2026DirectRed Wingsავიაბილეთები 723 -დან
30 November 20266 December 2026DirectRed Wingsავიაბილეთები 585 -დან
24 December 202611 January 2027DirectRed Wingsავიაბილეთები 290 -დან
1 January 202715 January 2027DirectRed Wingsავიაბილეთები 590 -დან
18 February 202725 February 2027DirectRed Wingsავიაბილეთები 629 -დან
4 March 202727 March 2027DirectRed Wingsავიაბილეთები 757 -დან
2 April 20277 April 20271 StopAjetავიაბილეთები 1 395 -დან
28 May 202710 June 20271 StopUzbekistan Airwaysავიაბილეთები 1 689 -დან
5 June 202713 June 20272 StopsTurkish Airlinesავიაბილეთები 2 078 -დან
27 July 202727 August 20271 StopUzbekistan Airwaysავიაბილეთები 1 904 -დან
24 August 20271 September 20271 StopAjetავიაბილეთები 2 021 -დან
Exit mobile version