ავიაბილეთები ყველაზე იაფად

თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში, მგზავრთნაკადის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა

passenger flow in tbilisi and batumi

თბილისის და ბათუმის აეროპორტებში, 2024 წლის ივლისის თვეში, მგზავრთნაკადის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა, რაც ისტორიული მაქსიმუმია. მხოლოდ ივლისის თვეში, თბილისის აეროპორტი 519,275 მგზავრს მოემსახურა, რაც 2023 წლის ამავე პერიოდის მონაცემებთან შედარებით 29% -ით მეტია. ხოლო, ბათუმის აეროპორტმა 147,584 მგზავრი გადაიყვანა, რომელიც გასული წლის მონაცემებს 48% -ით აჭარბებს.

ბოლო რეკორდული მაჩვენებელი, თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში 2018 წლის აგვისტოში დაფიქსირდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 461,161 მგზავრს, ხოლო ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში კი – 121,295 მგზავრს მოემსახურა. 2024 წლის ივლისის მონაცემებმა კი აღნიშნულ რეკორდულ მონაცემებს გადააჭარბა.

პირდაპირი ფრენები თბილისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
სოჭი19 ივნისი 202621 ივნისი 2026Red Wingsავიაბილეთები 486 -დან
ალმაატა18 სექტემბერი 202625 სექტემბერი 2026Air Astanaავიაბილეთები 1 114 -დან
ამსტერდამი8 ოქტომბერი 202611 ოქტომბერი 2026Transaviaავიაბილეთები 732 -დან
ანკარა19 ნოემბერი 202622 ნოემბერი 2026Ajetავიაბილეთები 377 -დან
ათენი24 ოქტომბერი 202628 ოქტომბერი 2026Sky Express Greeceავიაბილეთები 535 -დან
აბუ დაბი23 ივნისი 202630 ივნისი 2026Air Arabia Abu Dhabiავიაბილეთები 911 -დან
ანტალია29 სექტემბერი 20261 ოქტომბერი 2026SunExpressავიაბილეთები 535 -დან
ბაქო20 ნოემბერი 202625 ნოემბერი 2026აზერბაიჯანის ავიახაზებიავიაბილეთები 273 -დან
ბელგრადი1 სექტემბერი 20266 სექტემბერი 2026Air Serbiaავიაბილეთები 851 -დან
ბერლინი17 ივნისი 202624 ივნისი 2026Georgian Airwaysავიაბილეთები 1 334 -დან

 

თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენებს ასრულებენ შემდეგი ავიაკომპანიები : Qatar Airways, Emirates, Pegasus airlines, Turkish airlines, Lufthansa, Eurowings, Aegean Airlines, EL AL, Belavia, Fly dubai, Lot Polish Airlines და სხვა. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან კი: პეგასუსი, Arkia, Flynas, ფლაი დუბაი, SCAT, Israir და სხვ.

საქართველოდან პირდაპირი რეგულარული ავიამიმოსვლა მსოფლიოს უამრავ მიმართულებაზე ხორციელდება და ქართველ მოგზაურებს საშუალებას აძლევს მოინახულონ ისეთი პოპულარული მიმართულებები, როგორებიცაა: პარიზი, ვენა , პრაღა, ბარსელონა, მილანი , რომი, ათენი , ბერლინი, ბუდაპეშტი და სხვა.

დაგეგმე მოგზაურობა ყველაზე მარტივად Avia.ge -სთან ერთად. დაგვირეკე: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.

Exit mobile version