Site icon ავიაბილეთები ყველაზე იაფად

რა სიახლეები იგეგმება 2024 წლის ბოლომდე საქართველოს საავიაციო ბაზარზე?

aviation market of Georgia

სიახლეები ქართულ ავიაბაზარზე

2024 წელს ქუთაისის აეროპორტი 2 მილიონამდე მგზავრის მიღებას პროგნოზირებს. როგორც აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელი ირაკლი ქარქაშაძე სოციალურ ქსელში წერს, წელს უნდა აშენდეს თელავის ახალი აეროპორტი. ამასთან, უნდა დაიწყოს თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა.

„ევროპაში, აქვთ ტრადიცია, წინასწარ ჩაიფიქრონ ან დაწერონ რისი მიღწევაც სურთ. მეც გადავწყვიტე წინასწარ გავწერო 2024 წლის ბოლომდე თუ რა უნდა გაკეთდეს.

გასული წელი, საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისთვის ისტორიული წელი აღმოჩნდა. მხოლოდ ქუთაისის აეროპორტმა 1 700 000 მგზავრს უმასპინძლა. შესაბამისად 2024-ში 2 მილიონამდე უნდა ავიდეთ. წელს, ასევე უნდა ავაშენოთ თელავის ახალი აეროპორტი.

საქართველო უნდა გახდეს რეგიონის საავიაციო ჰაბი!“, – წერს სოციალურ ქსელში ირაკლი ქარქაშაძე.

აღსანიშნავია, რომ 2024 წელს, ქუთაისის აეროპორტში უკვე განხორცილედა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომლის შედეგადაც, აეროპორტს დამატებით 500 ავტომანქანაზე გათვლისი საპარკინგე ზონა შეემატა. ამასთან, დაპროექტდა და მოეწყო საავტომობილო გზები, საპარკინგე სისტემა და საფეხმავლო ბილიკები. თვის ბოლომდე კი სრულად მოეწყობა ტერიტორიის განათების სისტემა.

ფრენები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან

DestinationDeparture atReturn atAirlineFind tickets
Almaty4 November 202611 November 2026FlyArystanავიაბილეთები 612 -დან
Athens2 December 20267 December 2026Wizz Airავიაბილეთები 245 -დან
Barcelona7 December 202611 December 2026Wizz Airავიაბილეთები 412 -დან
Berlin5 December 20268 December 2026Wizz Airავიაბილეთები 340 -დან
Brussels24 November 20263 December 2026Wizz Airავიაბილეთები 243 -დან
Bratislava5 November 20263 December 2026Wizz Airავიაბილეთები 281 -დან
Budapest5 December 202610 December 2026Wizz Airავიაბილეთები 262 -დან
Dortmund24 December 202614 January 2027Wizz Airავიაბილეთები 382 -დან
Memmingen30 December 202613 January 2027Wizz Airავიაბილეთები 298 -დან
Frankfurt10 November 202617 November 2026Wizz Airავიაბილეთები 358 -დან

 

შეგახსენებთ, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 2023 წელს 3 694 205 მგზავრს მოემსახურა . ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი კი 621 610 მგზავრს. აღნიშნული მაჩვენებლები კი 2022 წელთან შედარებით კარგი შედეგია.

შეიძინე ავიაბილეთები საუკეთესო ფასად Avia.ge -ზე და იმოგზაურე ყველაზე იაფად. დაგვირეკეთ: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.

Exit mobile version