ავიაბილეთები ყველაზე იაფად

რა სიახლეები იგეგმება 2024 წლის ბოლომდე საქართველოს საავიაციო ბაზარზე?

aviation market of Georgia

სიახლეები ქართულ ავიაბაზარზე

2024 წელს ქუთაისის აეროპორტი 2 მილიონამდე მგზავრის მიღებას პროგნოზირებს. როგორც აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელი ირაკლი ქარქაშაძე სოციალურ ქსელში წერს, წელს უნდა აშენდეს თელავის ახალი აეროპორტი. ამასთან, უნდა დაიწყოს თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა.

„ევროპაში, აქვთ ტრადიცია, წინასწარ ჩაიფიქრონ ან დაწერონ რისი მიღწევაც სურთ. მეც გადავწყვიტე წინასწარ გავწერო 2024 წლის ბოლომდე თუ რა უნდა გაკეთდეს.

გასული წელი, საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისთვის ისტორიული წელი აღმოჩნდა. მხოლოდ ქუთაისის აეროპორტმა 1 700 000 მგზავრს უმასპინძლა. შესაბამისად 2024-ში 2 მილიონამდე უნდა ავიდეთ. წელს, ასევე უნდა ავაშენოთ თელავის ახალი აეროპორტი.

საქართველო უნდა გახდეს რეგიონის საავიაციო ჰაბი!“, – წერს სოციალურ ქსელში ირაკლი ქარქაშაძე.

აღსანიშნავია, რომ 2024 წელს, ქუთაისის აეროპორტში უკვე განხორცილედა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომლის შედეგადაც, აეროპორტს დამატებით 500 ავტომანქანაზე გათვლისი საპარკინგე ზონა შეემატა. ამასთან, დაპროექტდა და მოეწყო საავტომობილო გზები, საპარკინგე სისტემა და საფეხმავლო ბილიკები. თვის ბოლომდე კი სრულად მოეწყობა ტერიტორიის განათების სისტემა.

ფრენები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
ალმაატა14 მარტი 202617 მარტი 2026FlyArystanავიაბილეთები 532 -დან
ათენი29 აპრილი 20264 მაისი 2026Wizz Airავიაბილეთები 193 -დან
ბარსელონა25 მარტი 202621 აპრილი 2026Wizz Airავიაბილეთები 332 -დან
ბერლინი1 აპრილი 202615 აპრილი 2026Wizz Airავიაბილეთები 287 -დან
ბრიუსელი23 აპრილი 202610 მაისი 2026Wizz Airავიაბილეთები 251 -დან
ბრატისლავა18 მარტი 202623 მარტი 2026Wizz Airავიაბილეთები 192 -დან
ბუდაპეშტი12 მარტი 202617 მარტი 2026Wizz Airავიაბილეთები 221 -დან
დორტმუნდი5 მაისი 202612 მაისი 2026Wizz Airავიაბილეთები 305 -დან
მემინგენი22 აპრილი 20268 მაისი 2026Wizz Airავიაბილეთები 236 -დან
ფრანკფურტი22 იანვარი 202729 იანვარი 2027Wizz Airავიაბილეთები 150 -დან

 

შეგახსენებთ, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 2023 წელს 3 694 205 მგზავრს მოემსახურა . ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი კი 621 610 მგზავრს. აღნიშნული მაჩვენებლები კი 2022 წელთან შედარებით კარგი შედეგია.

შეიძინე ავიაბილეთები საუკეთესო ფასად Avia.ge -ზე და იმოგზაურე ყველაზე იაფად. დაგვირეკეთ: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.

Exit mobile version