2023 წლის 22 დეკემბრიდან, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი -დან ოპერირებას თურქული ავიაკომპანია Pegasus Airlines -ი დაიწყებს. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, ხანგრძლივი და რთული მოლაპარაკებების საბოლოო ეტაპი, რომელიც ჯერ კიდევ პანდემიამდე დაიწყო, ავიაკომპანიასთან წარმატებით დაასრულა.
„ერთობლივი ძალისხმევით კიდევ ერთი წარმატებული პროექტი დავასრულეთ. შედეგად, ქუთაისის აეროპორტში ავიაკომპანია Pegasus georgia სტამბოლის მიმართულებით ფრენებს დეკემბრის ბოლოდან, კვირაში 3 სიხშირით შემოგვთავაზებს”.
ქუთაისი სტამბოლი
გამგზავრება | დაბრუნება | ავიაკომპანია | ბილეთების პოვნა |
---|---|---|---|
27 დეკემბერი 2024 | 29 დეკემბერი 2024 | ავიაბილეთები 716 -დან | |
24 იანვარი 2025 | 27 იანვარი 2025 | ავიაბილეთები 282 -დან | |
11 თებერვალი 2025 | 13 თებერვალი 2025 | ავიაბილეთები 285 -დან |
“ქუთაისის აეროპორტისთვის სტამბოლი ახალი მიმართულებაა, რომელიც ასევე ტრანზიტულ მზგავრებსაც მოემსახურება, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვართ, ეს ნაბიჯი ძალიან წარმატებული იქნება და იმერეთის რეგიონის ტურისტულ და ეკონომიკურ განვითარებაზე მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს,-” განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.
ავიაკოპანია ავიაბაზარზე 1990 წლიდან გამოჩნდა და ამჟამად ფრენებს 50 ქვეყნის 130 მიმართულებაზე ახორციელებს. აღსანიშნავია, რომ პეგასუსი წლებია წარმატებით ოპერირებს თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებიდან.