ავიაბილეთები ყველაზე იაფად

Pegasus-ი თბილისიდან ჩარტერულ რეისებს შეასრულებს

პეგასუსის ჩარტერები

პანდემიის გამო საქართველოსა და თურქეთს შორის საჰაერო მიმოსვლა შეწყდა და ფრენები ქვეყნებს შორის ჯერ კიდევ არ აღდგენილა. თუმცა, როგორც ცნობილი გახდა, Pegasus Airlines-ი თბილისსა და სტამბოლს შორის ჩარტერულ ავიარეისებს განახორციელებს.

ჩარტერული ავიარეისები სტამბოლი-თბილისი-სტამბოლის საჰაერო ხაზზე 16 და 23 აგვისტოს შესრულდება. ავიარეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან სტამბოლის საბიჰა გოქჩენის აეროპორტში შესრულდება. აღსანიშნავია, რომ ავიაბილეთების შეძენა შესაძლებელია როგორც თბილისი-სტამბოლის მიმართულებით, ასევე სტამბოლში ტრანზიტით თურქეთის და ევროპის ქალაქებში.

თბილისი სტამბოლი

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
29 აპრილი 202429 აპრილი 2024AJetავიაბილეთები 621 -დან
28 მაისი 202430 მაისი 2024Pegasus Airlinesავიაბილეთები 331 -დან
5 ივნისი 20248 ივნისი 2024Pegasus Airlinesავიაბილეთები 482 -დან
8 ივლისი 202415 ივლისი 2024Pegasus Airlinesავიაბილეთები 456 -დან

სტამბოლი თბილისი

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
30 აპრილი 202430 აპრილი 2024AJetავიაბილეთები 689 -დან
27 მაისი 202430 მაისი 2024Pegasus Airlinesავიაბილეთები 352 -დან
1 ივნისი 20243 ივნისი 2024Pegasus Airlinesავიაბილეთები 486 -დან
15 ივლისი 202423 ივლისი 2024Pegasus Airlinesავიაბილეთები 550 -დან

რაც შეეხება საზღვრის კვეთის პირობებს, თურქეთში გამგზავრებას შეძლებენ მხოლოდ ის პირები, რომლებსაც თურქეთის სამუშაო მოწვევა აქვთ.

ევროპაში გამგზავრების მსურველთათვის კი, Pegasus-ის ჩარტერული რეისებით სარგებლობა შესაძლებელია ტურისტული მიზნით გერმანიის რამდენიმე ქალაქში, თუ სტამბოლს ტრანზიტად გამოიყენებთ. ეს ქალაქებია: ბერლინი, დუსელდორფი, მიუნხენი, შტუტგარდი, კიოლნი, ფრანკფურტი და ჰამბურგი.
ავიაბილეთები უკვე გაყიდვაშია და შესაძენად avia.ge– ის ვებგვერდი ან აპლიკაცია შეგიძლიათ გამოიყენოთ.

Exit mobile version