ავიაკომპანია Georgian Airways -ის მგზავრთნაკადი 226%-იან ზრდას აჩვენებს. 2024 წლის იანვარსა და თებერვალში ავიაკომპანია 69 481 მგზავრს მოემსახურა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი ავიაკომპანიით 21 302 მგზავრმა ისარგებლა.
აღსანიშნავია, რომ თბილისის საერთასორისო აეროპორტიდან 2023 წლის იანვარ-თებერვალში ავიაკომპანია 4 მიმართულებებზე ოპერირებდა, წელს ეს მიმართულებები საკმაოდ გაზრდილია. ზაფხულის სანავიგაციო სეზონიდან კი ავიაკომპანია ახალი მიმართულებებზე გეგმავს ფრენების დაწყებას.
2023 წლის იანვარსა და თებერვალში Georgian Airways -ი ამსტერდამის, ვენის, პარიზისა და თელ ავივის მიმართულებით ოპერირებდა. ხოლო დღეისათვის ავიაკომპანია რეგულარულ ფრენებს ვენის, პარიზის, მილანის, ამსტერდამის, ბერლინის, მიუნხენის, ლარნაკის, ნიცას, ერევნის, მოსკოვის და სანქტ-პეტერბურგის მიმართულებით ასრულებს.
Georgian Airways -ის ფრენები თბილისიდან
დანიშნულების ადგილი | გამგზავრება | დაბრუნება | ავიაკომპანია | ბილეთების პოვნა |
---|---|---|---|---|
ლარნაკა | 19 ნოემბერი 2024 | 21 ნოემბერი 2024 | ავიაბილეთები 717 -დან | |
ნიცა | 20 ნოემბერი 2024 | 27 ნოემბერი 2024 | ავიაბილეთები 999 -დან | |
ნოვოსიბირსკი | 2 დეკემბერი 2024 | 10 დეკემბერი 2024 | ავიაბილეთები 1 325 -დან | |
ვენა | 24 ნოემბერი 2024 | 28 ნოემბერი 2024 | ავიაბილეთები 1 039 -დან |
საგულისხმოა ისი ფაქტი, რომ ღაზას სექტორში განვითარებული მოვლენების გამო, ავიაკომპანიამ 2023 წლის ბოლოდან შეწყვიტა რეგულარული ფრენები თელ ავიავის მიმართულებით. ამასთან, Georgian Airways იყო ერთ-ერთი ბოლო, რომელმაც თელ ავივის მიმართულებით ფრენები გააჩერა.