Site icon ავიაბილეთები ყველაზე იაფად

ქართული ავიაკომპანიები 45%-ით მეტ მგზავრს მოემსახურნენ

passenger flow in Georgia

2024 წლის III კვარტალში ქართული ავიაკომპანიების მიერ გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 45%-ით გაიზარდა და 204.4 ათასს მიაღწია.

საქსტატის მონაცემებით, ამავე პერიოდში საქართველოს საერთაშორისო აეროპორტები ჯამში 2.4 მილიონზე მეტ მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 21%-ით მეტია.

ქუთაისის , თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი -დან III კვარტალში 9.4 ათასი რეისი განხორციელდა, რაც 16%-ით აჭარბებს გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

გარდა ამისა, იმავე საანგარიშო პერიოდში, საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით გადატანილი ტვირთის მოცულობამ 69.6 ათას ტონას მიაღწია, ხოლო ტვირთბრუნვა 159.8 მილიონი ტონა-კილომეტრით განისაზღვრა. როგორც ტვირთის გადაზიდვის, ასევე ტვირთბრუნვის მაჩვენებლები, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაზრდილია.

 

დაჯავშნე იაფი ავიაბილეთები ნებისმიერი მიმართულებით, საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტიდან. დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 907 907

Exit mobile version