ავიაბილეთები ყველაზე იაფად

მგზავრთნაკადი თბილისის და ბათუმის აეროპორტებში გაიზარდა

მგზავრთნაკადის ზრდა

თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში კვლავ ფიქსირდება მგზავრთნაკადის ზრდა. თბილისის აეროპორტში 33%-იანი, ხოლო ბათუმის აეროპორტში კი 44%-იანი ზრდაა.

TAV Georgia -ს მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-აგვისტოში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტით 3 169 014 მგზავრმა ისარგებლა, ხოლო 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 2 387 740 მგზავრმა. ხოლო, ბათუმის აეროპორტმა რვა თვეში 637 511 მგზავრი მიიღო, გასული წლის იანვარ-აგვისტოში კი 443 602 მგზავრს მოემსახურა.

პირდაპირი ფრენები თბილისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
სოჭი14 თებერვალი 202517 თებერვალი 2025Azimuthავიაბილეთები 339 -დან
ალმაატა11 აპრილი 202515 აპრილი 2025Air Astanaავიაბილეთები 954 -დან
ამსტერდამი19 მარტი 202526 მარტი 2025Transaviaავიაბილეთები 547 -დან
ათენი29 აპრილი 20255 მაისი 2025Sky Expressავიაბილეთები 394 -დან
აბუ დაბი10 მარტი 202516 მარტი 2025Air Arabia Abu Dhabiავიაბილეთები 718 -დან

 

2024 წლის ზაფხულის ტურისტულ სეზონზე – ივნისში, ივლისში და აგვისტოში, თბილისის აეროპორტი 1 499 214 მგზავრს მოემსახურა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 1 141 853 მგზავრს. ზრდა 31%-ს შეადგენს.

2024 წლის ზაფხულის სეზონზე, ბათუმის აეროპორტი 401 523 მგზავრს, ხოლო 2023 წლის ივნის-აგვისტოში კი 273 308 მგზავრს მოემსახურა. შესაბამისად, აღნიშნულ პერიოდში მგზავრთნაკადი ბათუმის მიმართულებითაც 47%-ით გაიზარდა.

იაფი ავიაბილეთების დასაჯავშნად, დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 907 907

Exit mobile version