Site icon ავიაბილეთები ყველაზე იაფად

ოქტომბერში ქუთაისის აეროპორტში ავიარეისების რაოდენობა 325 %-ით, ხოლო მგზავრთნაკადი 415 %-ით გაიზარდა

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი მიმდინარე წლის ოქტომბერში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 415 %–ით გაიზარდა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ოქტომბრის თვეში კოპიტნარის აეროპორტით 164,176 მგზავრმა ისარგებლა. (2022 წლის ოქტომბერშიი – 31,898 მგზავრმა).

მგზავრთნაკადის გარდა, მნიშვნელოვნად გაიზარდა აეროპორტიდან განხორციელებული ავიარეისების რაოდენობაც და 325 %-ს მიაღწია. აეროპორტი ოქტომბერში 472 რეისს მოემსახურა. (2022 წლის ოქტომბერში კი – 111 რეისს).

რაც შეეხება 2023 წლის იანვარ-ოქტომბრის მონაცემებს, ამ პერიოდში ქუთაისის აეროპორტი მგზავრთა რეკორდულ რაოდენობას მოემსახურა. 10 თვის ჭრილში დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტმი 1,380,548 მგზავრს მოემსახურა. რაც, გასული წლის ანალოგიურ პერიოდს 107 %-ით აღემატება.

პირდაპირი ფრენები ქუთაისიდან

DestinationDeparture atReturn atAirlineFind tickets
Almaty1 October 20268 October 2026FlyArystanავიაბილეთები 846 -დან
Athens18 January 202722 January 2027Wizz Airავიაბილეთები 195 -დან
Barcelona17 January 202725 January 2027Wizz Airავიაბილეთები 356 -დან
Berlin28 January 20276 February 2027Wizz Airავიაბილეთები 242 -დან
Brussels27 October 20263 November 2026Wizz Airავიაბილეთები 311 -დან
Bratislava25 February 20272 March 2027Wizz Airავიაბილეთები 160 -დან
Budapest24 November 202628 November 2026Wizz Airავიაბილეთები 285 -დან
Dortmund26 December 202614 January 2027Wizz Airავიაბილეთები 319 -დან
Memmingen9 December 202618 December 2026Wizz Airავიაბილეთები 337 -დან
Frankfurt24 November 202628 November 2026Wizz Airავიაბილეთები 221 -დან

 

ისტორიულია 10 თვეში განხორციელებული რეისების რაოდენობაც. დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი იანვარ-ოქტომბერში 4,087რეისს მოემსახურა, რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 55 %-ით მეტია.

შეგახსენებთ, რომ 2023 წლის დეკემბრიდან ქუთაისის აეროპორტს wizz air ge -ის მეოთხე ბაზირებული ხომალდი და კოპენჰაგენის მიმართულება დაემატება.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, დღეისათვის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 5 ავიაკომპანია, 18 ქვეყნის 35 მიმართულებით ოპერირებს.

დაჯავშნე ავიაბილეთები ყველაზე იაფად და დაგეგმე ფრენა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ყველაზე ბიუჯეტურ ფასად. დაგვირეკეთ: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.

Exit mobile version