ავიაბილეთები ყველაზე იაფად

ოქტომბერში ქუთაისის აეროპორტში ავიარეისების რაოდენობა 325 %-ით, ხოლო მგზავრთნაკადი 415 %-ით გაიზარდა

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი მიმდინარე წლის ოქტომბერში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 415 %–ით გაიზარდა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ოქტომბრის თვეში კოპიტნარის აეროპორტით 164,176 მგზავრმა ისარგებლა. (2022 წლის ოქტომბერშიი – 31,898 მგზავრმა).

მგზავრთნაკადის გარდა, მნიშვნელოვნად გაიზარდა აეროპორტიდან განხორციელებული ავიარეისების რაოდენობაც და 325 %-ს მიაღწია. აეროპორტი ოქტომბერში 472 რეისს მოემსახურა. (2022 წლის ოქტომბერში კი – 111 რეისს).

რაც შეეხება 2023 წლის იანვარ-ოქტომბრის მონაცემებს, ამ პერიოდში ქუთაისის აეროპორტი მგზავრთა რეკორდულ რაოდენობას მოემსახურა. 10 თვის ჭრილში დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტმი 1,380,548 მგზავრს მოემსახურა. რაც, გასული წლის ანალოგიურ პერიოდს 107 %-ით აღემატება.

პირდაპირი ფრენები ქუთაისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
ალმაატა11 ნოემბერი 202515 ნოემბერი 2025FlyArystanავიაბილეთები 574 -დან
ათენი12 ნოემბერი 202519 ნოემბერი 2025Wizz Airავიაბილეთები 192 -დან
ბარსელონა3 ნოემბერი 202514 ნოემბერი 2025Wizz Airავიაბილეთები 404 -დან
ბერლინი11 დეკემბერი 202514 დეკემბერი 2025Wizz Airავიაბილეთები 275 -დან
ბრიუსელი1 მარტი 20268 მარტი 2026Wizz Airავიაბილეთები 396 -დან
ბუდაპეშტი22 ოქტომბერი 202530 ოქტომბერი 2025Wizz Airავიაბილეთები 219 -დან
დორტმუნდი15 ნოემბერი 202522 ნოემბერი 2025Wizz Airავიაბილეთები 160 -დან
მემინგენი1 ნოემბერი 20254 ნოემბერი 2025Wizz Airავიაბილეთები 591 -დან
ფრანკფურტი8 დეკემბერი 202515 დეკემბერი 2025Wizz Airავიაბილეთები 223 -დან
ატირაი23 ოქტომბერი 202530 ოქტომბერი 2025FlyArystanავიაბილეთები 415 -დან

 

ისტორიულია 10 თვეში განხორციელებული რეისების რაოდენობაც. დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი იანვარ-ოქტომბერში 4,087რეისს მოემსახურა, რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 55 %-ით მეტია.

შეგახსენებთ, რომ 2023 წლის დეკემბრიდან ქუთაისის აეროპორტს wizz air ge -ის მეოთხე ბაზირებული ხომალდი და კოპენჰაგენის მიმართულება დაემატება.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, დღეისათვის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 5 ავიაკომპანია, 18 ქვეყნის 35 მიმართულებით ოპერირებს.

დაჯავშნე ავიაბილეთები ყველაზე იაფად და დაგეგმე ფრენა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ყველაზე ბიუჯეტურ ფასად. დაგვირეკეთ: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.

Exit mobile version