ავიაბილეთები ყველაზე იაფად

Oman Air – ახალი ავიაკომპანია საქართველოს საავიაციო ბაზარზე

oman air georgia

ზაფხულის სანავიგაციო სეზონისთვის საქართველოს საავიაციო ბაზარს უკვე რამდენიმე ახალი ავიაკომპანია შეემატა. ამ ავიაკომპანიებს მალე შეუერთდება ომანური ავიაკომპანია Oman Air-ი.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა მიმდინარე წლის 2 ივნისს მიენიჭა.

Oman Air-ი საქართველოსა და ომანის დედაქალაქებს საჰაერო გზით 16 ივნისიდან დააკავშირებს. აღნიშნული რეისები ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე შესრულდება და 15 სექტემბრამდე გაგრძელდება.

მასკატი – თბილისი – მასკატის მიმართულებით ფრენები კვირაში ორი სიხშირით, ყოველ ხუთშაბათს და კვირას შესრულდება. Oman Air-ი ფრენებს Airbus A320 ტიპის საჰაერო ხომალდებით განახორციელებს.

Oman Air-ს მინიჭებული აქვს 5 ვარსკვლავიანი ავიაკომპანიის სერთიფიკატი, რაც გულისხმობს ავიაკომპანიის მომსახურების მაღალ ხარისხს. მისი ფლოტი კი, თანამედროვე და კომფორტული საჰაერო ხომალდებისგან შედგება.

თბილისი მასკატი ავიაბილეთები

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
28 ივლისი 202629 ივლისი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 1 382 -დან
30 სექტემბერი 20269 ოქტომბერი 20261 ᲒაჩერებაAjetავიაბილეთები 1 212 -დან
12 ოქტომბერი 202624 ოქტომბერი 20261 ᲒაჩერებაQatar Airwaysავიაბილეთები 1 497 -დან
Exit mobile version