Site icon ავიაბილეთები ყველაზე იაფად

რომელი მიმართულებით დაიწყებს Wizz Air-ი ფრენას ოქტომბრიდან

ოქტობრეში ვიზეარის

როგორც ცნობილი გახდა, დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიები Wizz Air-ი და Ryanair-ი საქართველოს ავიაციის ბაზარზე ბრუნდებიან. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, ავიაკომპანია Wizz Air-ი ფრენებს სექტემბრიდან, ხოლო Ryanair-ი ოქტომბრის ბოლოდან ან ნოემბრის დასაწყისიდან აღადგენს ფრენებს საქართველოს მიმართულებით.

დღეს, ასევე, ცნობილი გახდა ერთ-ერთი მიმართულება, რომელზეც ავიაკომპანია Wizz Air-ი განაახლებს ოპერირებას. 1 ოქტომბრიდან რიგა-ქუთაისის საჰაერო ხაზზე აღდგება ავიამიმოსვლა. Wizz Air-ი რიგა-ქუთაისის ავიარეისს კვირაში ერთი სიხშირით შეასრულებს.

აღსანიშნავია, რომ Wizz Air-ის დაბრუნებასთან ერთად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიც განაახლებს ფუნქციონირებას, რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაში ავიარეისებისთვის დახურული იყო.

ჯერჯერობით უცნობია სხვა მიმართულებები, რომლებსაც Wizz Air-ი და Ryanair-ი აღადგენენ. თუმცა, ავიაკომპანიებთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები და ეტაპობრივად გახდება ცნობილი თუ რომელი ქვეყნებიდან შეასრულებენ ფრენებს დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიები.

ავიაბილეთების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით ნომერზე 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერი ✈️

ქუთაისი რიგა

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
21 ოქტომბერი 202628 ოქტომბერი 20262 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 844 -დან
12 ნოემბერი 202616 ნოემბერი 20262 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 671 -დან
4 დეკემბერი 202617 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 764 -დან
Exit mobile version