Site icon ავიაბილეთები ყველაზე იაფად

ქუთაისის აეროპორტში ახალი ავტოსადგომი მოეწყობა

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ავტოსადგომის მოწყობის მიზნით, ტენდერში გამარჯვებულ კომპანია შპს ჯიარჯისთან ხელშეკრულება გააფორმა.

არსებული კონცეპტუალური დიზაინ-პროექტის მიხედვით, ქუთაისის აეროპორტის ტერიტორიაზე 20 000 მ2 -ზე დაპროექტდება და მოეწყობა ახალი პარკინგი. რაც მოიცავს პარკინგების, საავტომობილო გზების და საფეხმავლო ბილიკების დაპროექტება მოწყობას, ელექტრო სანათი ბოძების მონტაჟს, სანიაღვრეკანალიზაციის დაპროექტება მშენებლობას, საჭირო ელექტრო ქსელის დაპროექტება მშენებლობას და დეკორატიული ღობის მოწყობას.

,,ავტოსადგომის გაფართოების მიზნით, რითაც გაგრძელდება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ლანდშაპტის მოწყობა, უკვე არსებული 140 ავტომობილზე გათვლილი ავტოსადგომი 600 მდე გაიზრდება.

გვსურს, რომ მგზავრებს რეაბილიტაციის პერიოდში შექმნილი დისკომფორტისთვის წინასწარ მოვუხადოთ ბოდიში. გაფართოების დასრულების შემდეგ ქუთაისის აეროპორტს თანამედროვე ავტოსადომი ექნება, რომელიც დააკმაყოფილებს ყველა საერთაშორისო სტანდარტს,-” ნათქვამია საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც უკვე ითქვა, პროექტი 600-მდე ავტომობილზეა გათვლილი და ინვესტიცია 3.5 მლნ ლარს გულისხმობს, რასაც საქართველოს აეროპორტების გაერთიანება სრულად თავისი შემოსავლებიდან ფარავს. ავტოსადგომის მოწყობა აგვისტოს ბოლოს დასრულდება.

პირდაპირი ფრენები ქუთაისიდან

მიმართულებაგამგზავრების თარიღიდაბრუნების თარიღიავიაკომპანიის ლოგოავიაბილეთების მოძებნა
ალმათი12 ივლისი 202717 ივლისი 2027FlyArystanავიაბილეთები 645 -დან
ათენი15 თებერვალი 202728 თებერვალი 2027Wizz Airავიაბილეთები 228 -დან
ბარსელონა5 თებერვალი 20278 თებერვალი 2027Wizz Airავიაბილეთები 371 -დან
ბერლინი18 თებერვალი 202723 თებერვალი 2027Wizz Airავიაბილეთები 304 -დან
ბრიუსელი14 იანვარი 202717 იანვარი 2027Wizz Airავიაბილეთები 306 -დან
ბრატისლავა25 თებერვალი 20272 მარტი 2027Wizz Airავიაბილეთები 262 -დან
ბუდაპეშტი14 აპრილი 202717 აპრილი 2027Wizz Airავიაბილეთები 293 -დან
დორტმუნდი9 თებერვალი 202713 თებერვალი 2027Wizz Airავიაბილეთები 290 -დან
მემინგენი30 ნოემბერი 202618 იანვარი 2027Wizz Airავიაბილეთები 362 -დან
ფრანკფურტი24 ნოემბერი 202628 ნოემბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 481 -დან
ატირაუ27 დეკემბერი 20263 იანვარი 2027FlyArystanავიაბილეთები 524 -დან
სტამბოლი12 თებერვალი 202718 თებერვალი 2027Pegasus Airlinesავიაბილეთები 279 -დან
კატოვიცა26 დეკემბერი 20269 იანვარი 2027Wizz Airავიაბილეთები 267 -დან
ლარნაკა24 მარტი 202730 მარტი 2027Wizz Airავიაბილეთები 139 -დან
მადრიდი13 მარტი 202716 მარტი 2027Wizz Airავიაბილეთები 407 -დან

ქუთაისის აეროპორტიდან პირდაპირი რეგულარული ფრენები სრულდება 17 ქვეყნის 28 მიმართულებით, ნებისმიერი ამინდის და ხილვადობის პირობებში, დღის ნებისმიერ მონაკვეთში. მიმართულებები კო მოიცავს ისეტ პოპულარულ მარშრუტებს, როგორიცაა: პარიზი, რომი, პრაღა, ლარნაკა, მილანი, სალონიკი, ვილნიუსი, ლონდონი, ვარშავა, ბუდაპეშტი, დორტმუნდი, ბუქარესტი, ბარსელონა და სხვ. ჩამონათვალი კი მუდმივად განახლებადი და მზარდია.

დაჯავშნე იაფი ავიაბილეთები ჩვენთან, დაგვირეკე:  551 907 907  

Exit mobile version