ისრაელის ავიაკომპანია Arkia Airlines საქართველოში ახალ მიმართულებას ამატებს, ბათუმი ეილათი ეილათი ბათუმი -ს მიმართულებით. რეისები განხორციელდება 7 აგვისტოდან 29 აგვისტოს ჩათვლით, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ორშაბათსა და პარასკევს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი ამ გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს და აღნიშნავს, რომ ისრაელიდან ახალი მიმართულების დამატება მიმდინარე სეზონზე გაზრდის ტურისტების ნაკადს საქართველოში.
„ ისრაელი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ტურისტული ბაზარია, რომელიც მზარდია. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ იმისთვის, რათა მეტი ტურისტი მოვიზიდოთ ისრაელიდან,“ – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ, აღნიშნული მიმართულებებით ოპერირების ნებართვა, უკვე მიანიჭა ისრაელის ავიაკომპანიას.