ავიაბილეთები ყველაზე იაფად

Uzbekistan Airways -მა ბათუმი ტაშკენტის მიმართულებით ფრენები დაიწყო

უზბეკეთის ავიახაზები

უზბეკური ავიაკომპანია Uzbekistan Airways -მა ბათუმი – ტაშკენტი – ბათუმის მიმართულებით ფრენა დაიწყო. უზბეკეთის ეროვნული გადამზიდავი ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში რეგულარულ რეისებს ბათუმსა და ტაშკენტს შორის, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ოთხშაბათს და შაბათს შეასრულებს.

აღსანიშნავია, რომ ავიაკომპანია ასევე თბილისი-ტაშკენტი-თბილისის მიმართულებაზეც ოპერირებს. უზბეკეთის ავიახაზები საქართველოსა და უზბეკეთის დედაქალაქებს შორის პირდაპირ ავიარეისებს კვირაში 3 სიხშირით ახორციელებს.

Uzkebistan Airways -ი საქართველოს საავიციო ბაზარს 2019 წლის ივლისიდან შემოურთდა.

ტაშკენტის მიმართულებით თბილისიდან ფრენებს ასვე უზბეკური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია CENTRUM AIR -იც გვთავაზობს. 2023 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე, რეისებს 13 მაისიდან აგვისტოს ბოლომდე კვირაში ერთი სიხშირით, შაბათ დღეს ასრულებს.

თბილისი ტაშკენტი

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
23 ივლისი 202631 ივლისი 2026Centrum Airავიაბილეთები 1 144 -დან
18 აგვისტო 202623 აგვისტო 2026Uzbekistan Airwaysავიაბილეთები 1 119 -დან
17 სექტემბერი 202621 სექტემბერი 2026Centrum Airავიაბილეთები 1 019 -დან

 

უზბეკეთის მიმართულებით იაფი ავიაბილეთების შესაძენად დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.

 

Exit mobile version