Site icon ავიაბილეთები ყველაზე იაფად

Georgian Airways ახალი Boeing 767-300-ით ტაილანდის, ინდოეთის და ჩინეთის მიმართულებით გეგმავს ფრენებს

new destinations of georgian airways

რამდენიმე დღის წინ, ცნობილი გახდა, რომ ავიაკომპანია Georgian Airways -ის ფლოტს ახალი, ფართოფიუზელაჟიანი სამგზავრო თვითმფრინავი შეემეტა, რომელიც კომპანიას ლიზინგის წესით გადაეცა. აღსანიშნავია, რომ ახალი ავიახომალდი Boeing 767-300 საქართველოს ისტორიაში, პირველი ფართოფიუზელაჟიანი სამგზავრო თვითმფრინავია.

Georgian Airlines Group -ის პრეზიდენტმა, თამაზ გაიაშვილმა, ავიახომალდის მთავარ მაჩვენებლებზე, უსაფრთხოების საკითხებზე, მუშაობის პრინციპზე, მაღალ სტანდარტებზე და სხვა უპირატესობებზე ისაუბრა. ღონისძიებაზე ასევე სიტყვით გამოვიდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, რომელმაც საქართველოს ავიაციის სექტორში არსებულ ტენდენციებზე, მათ შორის მგზავრთნაკადის ზრდის პოზიტიურ დინამიკაზე და ქართულ ავიაბაზარზე ახალი, საერთაშორისოდ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ავიახომალდის შემოყვანის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ავიაკომპანია ჯეორჯიან ეარვეისი ფრენებს ტაილანდის , ინდოეთის და ჩინეთის ქალაქების მიმართულებით განახორციელებს, – ამის შესახებ Georgian Airlines Group -ის პრეზიდენტმა, ავიახომალდის პრეზენტაციაზე განაცხადა.

Georgian Airways პირდაპირი ფრენები თბილისიდან

DestinationDeparture atReturn atAirlineFind tickets
Berlin7 October 202610 October 2026Georgian Airwaysავიაბილეთები 1 295 -დან
Batumi8 October 20268 October 2026Georgian Airwaysავიაბილეთები 526 -დან
Larnaca1 October 20268 October 2026Georgian Airwaysავიაბილეთები 942 -დან
Nice1 October 202615 October 2026Georgian Airwaysავიაბილეთები 1 304 -დან
Novosibirsk30 October 20266 November 2026Georgian Airwaysავიაბილეთები 1 191 -დან
Rome18 November 202623 November 2026Georgian Airwaysავიაბილეთები 1 221 -დან

 

„ბოინგ 767-300“ აშშ-ში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ავიახომალდია და გამოირჩევა თავისი მაღალი უსაფრთხოებითა და ამასთან, განსაკუთრებულად კომფორტული ინტერიერით. ავიახომალდს გააჩნია კიდევ ერთი დიდი უპირატესობა – ხანგრძლივი პირდაპირი ფრენების შესრულება, კერძოდ, მას აქვს შესაძლებლობა შეასრულოს უწყვეტი 12 -საათიანი პირდაპირი რეისი.

დაჯავშნე ავიაბილეთები ყველაზე იაფად Georgian Airways -ის ფრენებზე, დაგვირეკე: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.

Exit mobile version