ავიაბილეთები ყველაზე იაფად

საქართველოდან რიგის, ერევნის, ფრანკფურტის და ტაშკენტი მიმართულებით ფრენები იწყება

ახალი მიმართულებები

ზაფხულის სანავიგაციო სეზონის დადგომასთან ერთად საქართველოს აეროპორტებში ახალი ავიაკომპანიები და მიმართულებები ემატებიან. მაისის თვეში საკმაოდ ბევრ სიახლეს ველოდებოდით საქართველოს საავიაციო ბაზარზე. როგორც დაანონსებული იყო, ოპერირებას იწყებდნენ ახალი ავიაკომპანიები და უკვე არსებული ავიაკომპანიები ამატებდნენ ახალ რეისებს.

გთავაზობთ ყველა მიმართულებას, რომელიც მაისიდან შესრულდება საქართველოს აეროპორტებიდან:

რიგა

ეარბალტიკი

ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მიმართულება უკვე ხელმისაწვდომი იქნება არა მხოლოდ თბილისის, არამედ ბათუმის აეროპორტიდანაც. ავიაკომპანია airBaltic – ი რიგა – ბათუმი – რიგას საჰაერო ხაზზე 8 მაისიდან დაიწყებს ოპერირებას. თავდაპირველად, რეისები კვირაში 1 სიხშირით, ყოველ კვირას შესრულდება, ხოლო 21 ივნისიდან დაემატება მეორე სიხშირე და რეგულარული რეისები ყოველ კვირასა და სამშაბათს შესრულდება.

ერევანი

ფლაივან

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ავიაკომპანია გამოჩნდა. სომხური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია FLYONE Armenia ერევანსა და თბილისს შორის შეასრულებს რეისებს. პირველი რეისი უკვე შესრულდა 1 მაისს. ფრენები კვირაში 4 სიხშირით, ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევს და კვირას შესრულდება.

ფრანკფურტი

Condor Airlines

საქართველოს საავიაციო სივრცეს კიდევ ერთი დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია შეუერთდა. გერმანული ავიაკომპანია Condor Airlines – ი უკვე თბილისის აეროპორტშია. ავიაკომპანიამ პირველი ფრენა ფრანკფურტი – თბილისი – ფრანკფურტის საჰაერო ხაზზე პირველი ფრენა 2 მაისს შეასრულა. ავიაკომპანია რეისების განხორციელებას გააგრძელებს კვირაში ორი სიხშირით, ყოველ ორშაბათს და პარასკევს.

ტაშკენტი

უზბეკური ავიახაზები

უზბეკური ავიაკომპანია Uzbekistan Airways – ი ტაშკენტსა და ბათუმს შორის იწყებს ოპერირებას, ავიაკომპანია რეისების შესრულებას 21 მაისიდან შეუდგება კვირაში 2 სიხშირით.

Exit mobile version