ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი ახალი ავიაკომპანიის მისაღებად ემზადება. როგორც ცნობილი გახდა, უზბეკური ავიაკომპანია Uzbekistan Airways – ი თბილისთან ერთად, უკვე ბათუმის აეროპორტშიც შეასრულებს ფრენებს.
უზბეკეთის ავიახაზები ტაშკენტი – ბათუმი – ტაშკენტის საჰაერო ხაზზე იწყებს ოპერირებას. ავიაკომპანია 21 მაისიდან აღნიშნულ რეისზე კვირაში ორი სიხშირით იფრენს. რეისები A320 ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება.
Uzbekistan Airways – ი საქართველოს საავიციო ბაზარს 2019 წლის ივლისიდან შემოურთდა.